დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ყველაფერში დიპლომატიის დაცვაც ისე ჩანს, თითქოს ყველას თავს ვუხრით - სიმონ კილაძე 19.07.2021 16:30

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი უკვე საქართველოში არიან. მათ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდათ.

 

პრეზიდენტები მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემაა - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისასოცირებული ტრიოსფარგლებში შეთანხმება.

 

ამასთან, მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები  მონაწილეობას მიიღებენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთობლივ შეხვედრაში.

 

კონფერენციის მიზანსა და მნიშვნელობაზე ჯორჯიან თაიმსთან პოლიტიკურმა მიმომხილველმა სიმონ კილაძემ ისაუბრა.

 

სამისტის მიზანი, ჯერ კიდევ მაისში ხელმოწერილ შეთანხმებას ეფუძნება. ურთიერთგაგების მემორანდუმს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოაწერა ხელი. ამ მემორანდუმში ნათქვამია, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს საგარეო უწყებები ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ორმაგი "ასოცირებული ტრიოს" დაფუძნებას თანხმდებიან, რომლის მიზანიც სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გაღრმავებაა.

 

ამ მემორანდუმის  საბოლოო მიზანი - ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49- მუხლი წარმოადგენსთავის მხრივ, ეს სამი ქვეყანა განახორციელებს ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს, საბოლოო მიზნის მისაღწევად.

 

დღეს, სწორედ ამ მემორანდუმის საფუძველზე ხვდებიან ამ სამი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს, რომ უფრო დააჩქარონ მიზნის შესრულება,“- განაცხადა სიმონ კილაძემ.

 

პოლიტიკურმა მიმომხილველი ვლადიმერ ზელენსკის  ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის უკრაინაშიც ბევრს არ მოსწონს.

 

შემთხვევით აირჩიეს.  წინა პრეზიდენტი არ ვარგოდა და იქნებ ამან მაინც ივარგოსო.  ის საკმაოდ პოპულარული გახდა უკრაინაში, - ფაქტობრივად, კლოუნი იყო. ცუდად კი ნუ გავიგებთ ამ სიტყვას, ისინი ცირკში გამოდიან და ბავშვებს ძალიან უყვართ. ზელენსკიმ პოპულარობაკავეენშიმოიპოვა და შემდეგ საკუთარი გადაცემაც ჰქონდა.

 

ჩვენ, უკრაინის მთავრობას რამდენჯერმე ვთხოვეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გაეჩუმებინა, რომელიც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებდა. მაგრამ, პირიქით, უკრაინის ხელისუფლებამ დაგვცინა და გვითხრა, რომ მათ მოქალაქეს ვერ აუკრძალავდნენ ვერაფერს. რამდენიმე თვის წინ, მწვავე სიტუაცია გვქონდა მათთან, ჩვენი ელჩიც კი გამოვიწვიეთ და უცებ ზელენსკი ჩამოდის საქართველოში, ვითომც არაფერი. გასაგებია, რომ ჩვენი მთავრობა დიპლომატიურად მოქმედებს, მაგრამ ყველაფერში დიპლომატიის დაცვაც, უკვე ისე ჩანს, თითქოს ყველას თავს ვუხრით,“- განმარტა სიმონ კილაძემ.

 

 

კითხვაზე: - ამ სამი ქვეყნის გაერთიანება, გარკვეულწილად  ხომ არ ნიშნავს რუსეთის წინააღმდეგ გამოსვლას? სიმონ კილაძე გვპასუხობს: "ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ამ სამი ქვეყნის ძირითადი მიზანი ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობაა. რუსეთისთვის, რა თქმა უნდა, მოსაწონი არა ყოფილი პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ევროპისკენ გადახრა. მაგრამ, არც ისეთი მნიშვნელოვანია, რადგან,ასოცირებულ ტრიოშიევროკავშირზეა საუბარი. აი, ნატოზე რომ იყოს აქ აქცენტი, ინტეგრაცია და .. შეიძლება, რუსეთს გარკვეული სახის განცხადება გაეკეთებინა. მაგრამ, ეს არ არის მტკივნეული რუსეთისათვისკი, არასასიამოვნოა, მაგრამ, ეს საერთაშორისო პოლიტიკაა და ვერაფერს იზამს,“- აღნიშნა მან.

 

პოლიტიკურმა მიმომხილველმა ჩვენთან საუბარში შარლ მიშელის ვიზიტიც შეაფასა.

 

მისი ვიზიტის მიზანი მნიშვნელოვანია, რადგან ევროპას სურს, საქართველო სტაბილურად იყოს, ოპოზიცია და ხელისუფლება შეარიგოს. ამჯერად იგი მონაწილეობსასოცირებული ტრიოსსაქმიანობაში. მისი მიზანი ასევე, ბოლო მოვლენების გაცნობაა,  - აქციებზე რომ გამწვავდა სიტუაცია. რასაკვირველია, მას ასევე, აინტერესებდა, თუ, როგორ მიდიოდა ხელშეკრულების რეალიზაცია. ალბათ ის ბევრ რამეს გაარკვევს. ოპოზიციას თავისას ეტყვის, ხელისუფლებას - თავისას და იქნებ შეძლოს კიდეც ურთიერთობების დარეგულირება. შარლ მიშელი ისეთი პიროვნებაა, რომ, რასაკვირველია, საკუთარი ინტერესებიც აქვს, რადგან ეს მოქმედებს მის რეპუტაციასა და ავტორიტეტზე. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ის საკუთარ მისას მაინც შეასრულებს,“- განაცხადა სიმონ კილაძემ.

 

 

/ ნინო ოთარაშვილი /

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ