დღე: 28

ღამე: 15

USD 2.7215

EUR 3.2155

მივმართავ პროფესიონალ ისტორიკოსებს - ვაჟა შუბითიძე 20.07.2021 12:47

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პოლიტიკური ექსპერტი ვაჟა შუბითიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ისტორიკოსებს მიმართავს:

 

"მივმართავ პროფესიონალ ისტორიკოსებს;

 

მეგობრებო და კოლეგებო, 14 ივლისს, "საერთო გაზეთმა" გამოაქვეყნა მკვლევართა ჯგუფის მიერ ხანგრძლივი დაკვირვების და შედარების შედეგად მოპოვებული სერიოზული მასალა სათაურით: "უმეცრება თუ მიზანმიმართული დანაშაული". სტატიაში გაჟღერებულია სერიოზული ბრალდება მათ მიმართ, ვინც რატომ და რა მიზნით გამოსცა საქართველოს ისტორიის მთავარი სახელმძღვანელო წიგნი "ქართლის ცხოვრება" 2008 და 2012 წლებში გაყალბებული სახით? წიგნის რედაქტორია აკადემიკოსი როინ მეტრეველი, რედკოლეგიაში კი არიან აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, პროფესორი გიული ალასანია (სააკაშვილის დედა) და სხვ. ავტორები დოკუმენტურად ასაბუთებენ, რომ 1955 წელს სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქტორობით გამოცემული "ქართლის ცხოვრებიდან" 2008 წლის ხელახალ გამოცემაში (ეს სააკაშვილის დროს ხდება) შეგნებულად ამოღებულია ჩვენი ერისათვის ყველაზე საამაყო ისტორიის ნაწილი, რომლის მიხედვითაც საქართველო "ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად" იწოდება. ამოღებულია ისტორია იმის თაობაზე, თუ თუ როგორ წარმოგზავნა ღვთისმშობელმა მარიამმა ქრისტიანობის საქადაგებლად წმინდა მოციქულები. ამოღებულია ანდრია პირველწოდებულის და სიმონ კანანელის ჯერ ტრაპიზონში და შემდეგ დიდ აჭარაში შემობრძანება, პირველი ეკლესიის აგება დიდ აჭარაში, ქადაგება მესხეთში, სვანეთში, ქართლში, ტაო-კლარჯეთში, ოსეთში და სკვითების ქვეყანაში.

 

წმინდა მოციქულების მიერ ქრისტიანობის ქადაგების ისტორია წარმოდგენილია მხოლოდ სამეგრელოს მაგალითზე და ისიც დამახინჯებული ფორმით. ამით შემდგენლებმა ქართველ ერს გამოაცალეს სამოციქულო ეკლესიის საფუძვლები (არადა გამოცემა, ამის შესანიღბად, მიძღვნილია პატრიარქ ილია მეორის დაბადებიდან 75 და აღსაყდრებიდან 30 წლისთავისადმი). 2008 და 2012 წლებში გამოცემული "ქართლის ცხოვრებიდან" ასევე ამოღებულია: 13 ასურელი მამის ისტორია, მათ შორის დავით გარეჯელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, რაც არ უნდა იყოს შემთხვევითი (გარეჯის თემის სიმწვავიდან და აქტუალობიდან გამომდინარე), ასევე ამოღებულია დავითისა და კონსტანტინეს გმირული ბრძოლის და მათი მოწამებრივი აღსასრულის შესახებ, თუ როგორ დაირაზმნენ ქართველები არაბების წინააღმდეგ საბრძოლველად და ა.შ. თუ ეს ყველაფერი დადასტურდა(ყველაფერი ამაზე მეტყველებს), მაშინ ამას მოჰყვება სერიოზული რეაქცია და შედეგები. ფაქტი ერთია, სააკაშვილის დროს საგანგებოდ ორჯერ გამოცემული (მანამდე 2002 წელს გამოვიდა 1955 წლის დედნის საფუძველზე და მაინცდამაინც არ იყო მისი გამოცემის აუცილებლობა) "ქართლის ცხოვრების" 2008 და 2012 წლის ეგზემპლარები ამოღებულ უნდა იქნას სახელმწიფო ბიბლიოთეკებიდან და სკოლებიდან, შეწყდეს მათი გაყიდვა. დანარჩენს საზოგადოება თავად გადაწყვეტს. გთხოვთ გაეცნოთ და გამოეხმაუროთ გაზეთის ამ პუბლიკაციას", - წერს ვაჟა შუბითიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ