ჩინეთი სირიის დანგრეული ეკონომიკის აღდგენაში აქტიურ ჩართვას აპირებს

რა ხდება სირიაში? ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ სირიის საკითხი საერთაშორისო მასმედიის ყურადღების ცენტრში იდგა, ახლა კი ამ ახლოაღმოსავლურ პრობლემაზე ლაპარაკი ერთგვარად მიყუჩდა. არადა, ღირს მასზე საუბარი, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როცა ჩინეთი სირიის დანგრეული ეკონომიკის აღდგენაში აქტიურ ჩართვას აპირებს.

 

ბრიტანული გაზეთი „თაიმსი“ («The Times») აქვეყნებს სტატიას სათაურით „ჩინეთი ბაშარ ასადს ახლო აღმოსავლეთში „ანტიდასავლური ღერძის“ ნაწილად განიხილავს“ (ავტორი - რიჩარდ სპენსერი), რომელშიც დამასკოსთან პეკინის თანამშრომლობის საკითხებია განხილული.

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მხარს უჭერს სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს: ქვეყნის დანგრეული ეკონომიკის აღსადგენი პროექტის მიხედვით, სირია ერთგვარი ანტიდასავლური ღერძის ნაწილად არის წარმომადგენილი, რომელიც დამასკოდან და თეირანიდან პეკინამდე გრძელდება.

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი პირველი უცხოელი მაღალჩინოსანი სტუმარი გახდა, რომელიც 55 წლის ბაშარ ასადს სტუმრად ეწვია საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შემდეგ, რომელიც 27 მაისს ჩატარდა და რომელშიც ბაშარ ასადმა, მისივე განცხადების თანახმად, ხმების 95% მიიღო. ჩინელმა სტუმარმა 17 ივლისს მონაწილეობა მიიღო ბაშარ ასადის ინაუგურაციაში, რომელსაც 600 ადამიანი ესწრებოდა - სახალხო საბჭოს (პარლამენტის) წევრები, სამხედრო ელიტის წარმომადგენლები, რელიგიური კონფესიების ლიდერები და ცნობილი საზოგადოებრივი მოღვაწეები.

 

ვანმა მასპინძლებს შესთავაზა, რომ სირია ჩინურ ინიციატივაში - „ერთი გზა - ერთ სარტყელში“ ჩაერთოს, რაც აზიაში და ახლო აღმოსავლეთში მსხვილ ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ჩადებას ითვალისწინებს. ჩინეთი, თავისი პოლიტიკურ-დიპლომატიური კაპიტალის გამოყენებით, იმედოვნებს, რომ ადგილობრივ ბაზრებში დომინირებულ როლს შეასრულებს. ჩინელი მინისტრის მიერ შეთავაზებულ წინადადებას სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი დაუყონებლივ დაეთანხმა“, - წერს ავტორი.

 

„ეს იმას ნიშნავს, რომ ბაშარ ასადმა დახმარების მიღების მიზნით თავის მოკავშირეებს - რუსეთს და ირანს მიმართა, მათ კი კრედიტის გაცემისათვის საჭირო თანხა არ აღმოაჩნდათ. ალბათ, დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციების გამო, ჩინეთმა კი მზადყოფნა გამოხატა“, - აღნიშნულია მასალაში.

 

ჩინეთის ყოფილმა ელჩმა ირანში ჰუა ლიმინმა კომენტარი გაუკეთა პეკინის ნაბიჯს და აღნიშნა, რომ ჩინეთი თავისი პოლიტიკის შედეგს იმკის - თავის დროზე პეკინმა უარი განაცხადა სირიის ომში აქტიურ ჩარევაზე (აშშ-ის საპირწონედ) და სიტუაციის განვითარებას დაელოდა. „ახლა, როცა ამერიკელი ჯარისკაცები სირიიდან გადიან და ბაშარ ასადის პრეზიდენტობის მეოთხე ვადა დაიწყო, ჩინეთი თავისი საგარეო პოლიტიკის დემონსტრირებას ახდენს, რომელიც დასავლეთისაგან დამოუკიდებელია“, - ამბობს ჩინელი დიპლომატი.

 

წყარო

https://www.bbc.com/russian/news-57883823

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები

მსგავსი სიახლეები
ბლოგი

პოლონური სასწაული და „შოკური თერაპია“

პოლონეთის ეკონომიკა მეექვსეა ევროკავშირში და უდიდესია ევროკავშირის ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის წევრთა შორის.

თებერვალი 24 , 2020

"2020-2024 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიში, რომელიც გასულ წელს აფასებს, განსაკუთრებით როგორც არასდროს დღეს რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი:

თებერვალი 13 , 2020

დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის და დაბალი გადასახადების პრინციპებს და მიუხედავად მომსახურების სერვისების პრიორიტეტისა, არის წარმოებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გერმანიის და იაპონიის მსგავსად.

იანვარი 27 , 2020

"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია.

ნოემბერი 19 , 2019

"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლ

მე ამ თემაზე მსჯელობისას სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში.

ნოემბერი 14 , 2019

წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მაშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც.

ოქტომბერი 29 , 2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტუ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში მორიგი ვიზიტი დაასრულა და შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. სსფ-ის ეს მოხსენება რამდენიმე ფაქტორის გამო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

სექტემბერი 19 , 2019

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორ

მათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები.

სექტემბერი 12 , 2019

"ქართულ ოცნებას" უკვე მეორე ფრონტზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ მოუწევს არც თუ იოლი პო

"ორი ფრონტი" კი არა, არამედ ორმაგი ბუნება და შიდა წინააღმდეგობა "ქართული ოცნებისა" :

აგვისტო 29 , 2019

ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!

ნიჰილიზმზე ვწერდი და ზოგი მთხოვს, მაგალითები მოიყვანე, რომ უფრო თვალსჩინო და გასაგები იყოს ამ ტერმინის მნიშვნელობაო.

აგვისტო 15 , 2019

"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"

2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებისას, ბევრი ითქვა და დაიწერა, როგორც ქართულ ისე უცხოურ პრესაში.

აგვისტო 08 , 2019

"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"

ყველაზე ცუდი ისაა, რომ დარგის პატივსაცემი, ან აღიარებული სპეციალისტები, ან მიკერძოებულ განცხადებას აკეთებენ, ან დუმან.

აგვისტო 01 , 2019

"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"

ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული ისტორია, როგორც ჩანს წმინდა საინფორმაციო ომის ტალღაზე გადადის.

აგვისტო 01 , 2019

"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს

2019 წლის ივნისშის წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა.

ივლისი 31 , 2019

"შემაგინე და გესვრი"- პუტინის შურისძიება გინებაზე

ერს არ გვაქვს ცივი გონება, თუ როგორ უნდა გავუმკვლავდეთ საფრთხეებს. ყველაფერი წალეკა პოპულიზმმა და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ.

ივლისი 10 , 2019

"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"

2 ივლისს, ქ. პარიზში "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში ლიდერად დასახელდა.

ივლისი 03 , 2019

"პროპორციული არჩევნებით პოლიტიკა ადგილობრივ კონტექსტს უმეტესწილად დაკარგავს"

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი პროპორციული არჩევნების წინააღმდეგ, რაც გუშინ თუნდაც ფბ-ზე ხშირად და ხაზგასმით აღინიშნა, ის არის, რომ ადგილობრივ კონტექსტს, თუკი სრულიად საქართველოს ერთიანი სიებით იქნება არჩევნები, მთლიანად თუ არა, დიდწილად დაკარგავს ეროვნული პოლიტიკა.

ივნისი 25 , 2019

„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსათვის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (Extended Fund Facility), ფარგლებში მეოთხე მიმოხილვა.

ივნისი 20 , 2019

საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ ბოლო ნომერში ძალზე საინტერსო მასალა გამოქვეყნდა „ჭარვალიანობის“ ზეგავლენაზე მოხმარებაზე და ეკონომიკურ რეცესიაზე, რომელიც განხილულია 2015-2016 წლებში, ბრაზილიის ფინანსური კრიზისის მაგალითზე.

ივნისი 17 , 2019

„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“

მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც მომსახურების სექტორში, ასევე ეკონომიკის რეალურ სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში;

მაისი 31 , 2019