დღე: 28

ღამე: 15

USD 2.7215

EUR 3.2155

"რომც იყოს ღირსეული ოპოზიცია, კახი კალაძეს მაინც უდიდესი უპირატესობა ექნებოდა" 21.07.2021 12:41

კახი კალაძის გამარჯვება ამ ადგილობრივ არჩევნებში უეჭველია, მას კონკურენტი რეალურად არ ჰყავს და ნაც-ფანჩატურულ ოპოზიციას, როგორც ეს უკვე ნათელია - რაიმე უნარიც არ გააჩნია თბილისელებს ვინმე ღირსეული, არადისკრედიტირებული, თავსლაფდაუსხმელი, ხოლო განსაკუთრებით, ამ ბოლო დროინდელი მოვლენების შემდეგ - ლიბერასტობის ბინძურ ჭაობში კისრამდე ჩაფლული, მაშასადამე - ქართველ ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის საძულველი, კანიდატის გარდა სხვა ალტერნატივა შესთავაზოს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბლოგერი დავით ზარდიაშვილი წერს.

 

"მაგრამ რომც იყოს ღირსეული ოპოზიცია, კახი კალაძეს მაინც უდიდესი უპირატესობა ექნებოდა: შეუძლებელია იმის არ დანახვა, რომ ბ-ნმა კახიმ უკვე დატოვა თავისი კვალი პოლიტიკაში და მისი სასიკეთო ხელი უდავოდ, არსებითად უკვე დაეტყო დედაქალაქს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მხოლოდ ერთს ვიტყვი - დღეს დილით წყნეთიდან თავისუფლების მოედნამდე ვიმგზავრე ავტობუსებით. ცხადია, დაწყებული კომუნისტებიდან, მგზავრობა ასეთი კი არა, ოდნავ მიახლოებულიც კი, კომფორტის უკვე დამკვიდრებულ სტანდარტთან, არც არასდროს არ ყოფილა. ყოველგვარი ყაყანი, რომ ვაკის საგზაო-სატრანსპორტო რეკონსტრუქციის მოდელი არ იმუშავებდა, თავიდან ბოლომდე ფუჭი და აზრს მოკლებული აღმოჩნდა. მუშაობს და თან როგორ! შესანიშნავად! ეს უკვე არის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ძალიან მაღალი ევროპული სტანდარტი და ამაზე დავა, ცხადია, მარტო სრულიად უიმედო, ე.ი. ხეთაგან, შეუგნებელ ნაცს თუ შეუძლია.

 

"საქმემან შენმან წარმოგაჩინოს შენ." კახი საქმით, სპორტშიცა და პოლიტიკაშიც წარმოჩინებული და წარჩინებულია. სამწუხაროდ, მთელს ამდენ 200-ზე მეტ პარტიაში ვინმე, ვისაც საქმით შეუძლია მასთან კონკურნცია, არავინ მეგულება. სიტყვით კონკურენციაზე კი არაფერს ვიტყვი - მთაწმინდიდან გამოქანებულებს, გარდა ყაყანისა, ყეფა-წკმუტუნისა, წუწუნისა, ღრიანცელისა და დაუნაწევრებელი, მხოლოდ შორისდებულებით მეტყველებისა, განა სხვა რამე შეუძლიათ?! "- წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ