დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი 22.07.2021 10:36

ვერძი

იყავით ყურადღებით, თუ მარტო ხართ, კარგად მიმოიხედეთ, შესაძლოა იპოვოთ ადამიანი, ვინც მთელს ცხოვრებას თქვენ მოგიძღვნით.

 

კურო

ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული, რათა არ დაკარგოთ პატივისცემა და ავტორიტეტი კოლეგებთან. მოუსმინეთ ინტუიციას.

 

ტყუპები

იმისათვის რომ გაუგებარ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ, ეცადეთ ჩაინიშნოთ ყველაფერი, შეინახოთ ქვითრები და ხელმოწერილი საბუთები. ელოდეთ ფინანსურ შემოსავლებს თუ ბიზნესი გაქვთ და აღადგინეთ ძველი კონტაქტები.

 

კირჩხიბი

თქვენი დაკვირვებულობა და პუნქტუალობა აღიარებს და შექებას დაიმსახურებს სამსახურში, უამრავი საინტერესო ინფორმაცია და წინადადება გამოჩნდება.

 

ლომი

ოფიციალური საქმეები კარგად ვითარდება და პროფესიული საქმეებიც ისე დამღლელი აღარაა. შეიძინეთ რაიმე ახალი.

 

ქალწული

შეიძლება ტკბილეულობისა და სხვა გემრიელობების უსაზღვრო სურვილმა შემოგიტიოთ, არ აჰყვეთ ცდუნებას, ფრთხილად!

 

სასწორი

შეეცადეთ კარგად შეასრულოთ მონდობილი საქმე, იყავით მართალი და მაშინ კარიერული წინსვლა გარანტირებულია.

 

მორიელი

მართალია მცირედი გაუგებრობაა მოსალოდნელი სამსახურში, მაგრამ თქვენ მოახერხებთ გამოასწოროთ სიტუაცია და მოაგვაროთ ყველაფერი.

 

მშვილდოსანი

თქვენში აქტიურდება გამოგონებლისა და შემოქმედის ნიჭი, მაგრამ ფრთხილად იყავით რაიმე ინტრიგაში არ ჩაგითრიონ ან კონფლიქტის მონაწილე არ აღმოჩნდეთ.

 

თხის რქა

ნუ გამოეკიდებით რეკორდებს, იყავით ყურადღებით და მოუფრთხილდით ჯანმრთელობას.

 

მერწყული

თუ ახლო წარსულში ვინმესთან პრობლემები გქონდათ, დიდია შერიგების ალბათობა. მატულობს თქვენი შარმი და იღბლიანობა.

 

თევზები

შესანიშნავი დროა იმისათვის რომ გამოიმუშაოთ ახალი საუკეთესო თვისებები და კარგად გაართვათ თავი რთულ საქმეებს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ