დღე: 25

ღამე: 16

USD 2.7191

EUR 3.202

ამ თემით სპეკულირებასა და მანიპულირებას საბოლოოდ წერტილი უნდა დაესვას - დავით ქართველიშვილი 22.07.2021 12:45

ბოლო დროს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან საქართველოს მისამართით თითოეული გზავნილი მნიშვნელოვანი ხდება ჩვენთვის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

 

"არც ბოლო ასეთი ანგარიში იყო გამონაკლისი: სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზი გაუსვა - რომ ძალადობრივი საპროტესტო აქციები საქართველოში, იშვიათობას წარმოადგენენ.

 

აღნიშნული ანგარიში კიდევ ერთხელ უთმობს თავის ყურადღებას 2019 წლის 19-20 ივნისის მოვლენებს, აფასებს მათ, როგორც "დაუგეგმავ აქციას", რომლის დროსაც მართალია - დაშავდა ასეულობით მოქალაქე, მათ შორის რეზინის ტყვიებით მიიღეს თვალის დაზიანება - მაგრამ პოლიციამ შეასრულა მასზე დაკისრებული წესრიგის დაცვის ვალდებულება. სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, ეს არის უკვე რიგით მეორე იდენტური შეფასება, რომელიც მიეცა ე.წ. "გავრილოვის ღამის" მოვლენებს და წესით და რიგით, ამ თემით შემდგომ სპეკულირებასა და მანიპულირებას საბოლოოდ წერტილი უნდა დაესვას,"- წერს დავით ქართველიშვილი.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ