პარლამენტში დაიწყო პროცესი, რომელიც ითვალისწინებს ეთიკის საბჭოზე ქართული ოცნების იმ დეპუტატების დასჯას, რომლებიც ხელით შეეხნენ ქალ დეპუტატებს ოპოზიციიდან და ძალის გამოყენებით ცდილობდნენ მათ გამოთრევას სხდომათა დარბაზიდან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის " ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე წერს.
"ამის უფლება რეგლამენტით აქვს მხოლოდ მანდატურს. სასჯელის სახით გათვალისწინებულია გარდა გაკიცხვისა, ფულადი ჯარიმაც. შემოვდივარ წინადადებით, რეგლამენტში შეტანილი იქნას ცვლილებები და ასეთი მოძალადეების მიმართ დაწესებული იქნას გაწკეპლვა. სინგაპურის სასამართლო სისტემაში ეს მეთოდი დღემდე გამოიყენება.
ჩვენი ვირი დეპუტატებისათვის ეს უფრო ქმედითი ზომა იქნება, ვიდრე ფულადი სასჯელი,"- წერს რომან გოცირიძე.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge