დღე: 20

ღამე: 14

USD 2.7203

EUR 3.2029

პროექტისთვის საქართველოში გადაღებულ ფოტოებს ვეძებ - ჰოლივუდელი მსახიობი ქართველებს მიმართავს 22.07.2021 16:26

პოპულარული ჰოლივუდელი კინოვარსკვლავი ჯოზეფ გორდონ-ლევიტი საქართველოში მყოფ ადამიანებს მიმართავს.

 

"არის აქ ვინმე, ვინც საქართველოში ცხოვრობს? ახალი პროექტისთვის საქართველოში გადაღებულ ფოტოებს ვეძებ. მოძებნეთ, თუ გაქვთ ამ ქვეყანაში გადაღებული ფოტოები, რომლებითაც ამაყობთ და აქ დაპოსტეთ https://hitrecord.app.link/worldphotos“, - წერს ჯოზეფ გორდონ-ლევიტი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

 

ჯერჯერობით უცნობია, რა პროექტზე მუშაობს მსახიობი, თუმცა მან სოციალურ ქსელებში ქართველი ფოტოგრაფების ყურადღება მიიპყრო -  https://www.facebook.com/JoeGordonLevitt/posts/4583932364963725 .

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ