დღე: 25

ღამე: 16

USD 2.7191

EUR 3.202

ვირუსის შეჩერება უკვე ძალიან რთულია, მაგრამ შესაძლებელი - გიორგი ფხაკაძე 22.07.2021 17:33

ვირუსის შეჩერება უკვე ძალიან რთულია, მაგრამ შესაძლებელია - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ ფეისბუქ ლაივის დროს განაცხადა. მან ვირუსთან გასამკლავებლად სამი ძირითადი ხერხი დაასახელა: 

 

"ეს ხერხები უნდა გამოვიყენოთ, უნდა ვმართოთ „სმარტად“: 1.სამედიცინო პირბადე ყველგან, 2.არანაირი შეკრებები, მიტინგები და წინასაარჩევნო ღონისძიებები, 3. ვაქცინაციის სწორი პროგრამა - ეფექტური გამოყენება ჩინური ვაქცინების და ფაიზერის მიქსინგის.


ქვეყანა არ უნდა ჩაიკეტოს, ამას ვერ გაუძლებს საქართველო, წერტილოვნად მარტო ის ადგილები უნდა ჩავკეტოთ, სადაც ვირუსის აფეთქებაა. უნდა იყოს მაქსიმალური ტექსტირება და კარანტინის სისტემა. კიდევ გვაქვს ცოტა დრო, რომ აგვისტო არ იყოს მართლა ჯოჯოხეთი. ჩვენს ხელშია, აგვისტო იქნება რთული თუ ჯოჯოხეთი. თუ ამას არ გავაკეთებთ, იქნება ჯოჯოხეთი. მოუფრთხილდით თავს.


ვფიქრობ რომ სკოლები უნდა იყოს გადატანილი, ვფიქრობდი ოქტომბრადე, მაგრამ ალბათ ჯობია, რომ ნოემბრის დასაწყისამდე. უნდა იყოს საწოლების მობილიზება, ჟანგბადის მომარაგება და სამედიცინო პერსონალის ხელშეწყობა" - თქვა ფხაკაძემ. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ