დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

როგორია ეპიდ-ვითარება საქართველოში 26 ივლისის დილის მონაცემებით 26.07.2021 10:36

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 19 375 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 264 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 665  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  6.52 %.

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 375 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 807 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 568 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 264 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  404 023-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.52 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.73 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.44 %.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 665 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 374 753-მდე.

 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 714 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  1 264 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა, აჭარა - 224, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 45, შიდა ქართლი - 33, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 65, კახეთი - 62, მცხეთა-მთიანეთი -35, სამცხე-ჯავახეთი - 19, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 530 საიდანაც: 5 247 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  2 870, აჭარაში - 497, იმერეთში - 661. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 967 პირი, მათ შორის, თბილისში - 459, აჭარაში - 70, იმერეთში -226. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 216 პირი, მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 5, იმერეთში - 13. 1 737 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 924 - თბილისში, 523- აჭარაში. 16 546  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 62 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 54, ხოლო აჭარაში - 8.

 

სულ  6 ოქტომბრიდან - 25 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 974 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 023 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 078, პირი, აჭარაში - 2 861, იმერეთში - 1 986.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ