დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

"ოპოზიციას ვურჩევდი წინასაარჩევნო კამპანიაში რამდენიმე მესიჯზე უარი თქვას" - არჩილ გამზარდია 26.07.2021 12:14

ოპოზიციას ვურჩევდი წინასაარჩევნო კამპანიაში რამდენიმე მესიჯზე უარი თქვას:

× ქვეყანა გადასარჩენია.

× "ქართული ოცნების" საქმე წასულია.

× ბიძინას სახლთან ტრაილერები და ვერტმფრენები შენიშნეს, ბარგს ალაგებდა და გარბის.

× ოცნება სიბნელეა, ოპოზიცია ნათელი.

× 3 ოქტომბერს ხალხს უკეთესი დღე გაუთენდება.

და ა.შ. - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია წერს.

 

"ამ შეტყობინებებს 9 წელია ოპოზიცია ატრიალებს უშინაარსოდ, უშედეგოდ და უფუნქციოდ, ჯამში კი ისევ ოპოზიციის გაშარჟებას ემსახურება.

 

თქვენ ის დააზუსტეთ რეალურად რას სთავაზობთ და რამდენად დამაჯერებელი ხართ, თორემ ხელისუფლებას შეფასება აღარც კი სჭირდება, ვისაც ტვინი აქვს, მარტივად ხედავს, რამდენად მიუღებელიცაა.

 

გაგიკვირდებათ და ცუდი ხელისუფლების განცდა მოქალაქისათვის საკმარისი სულაც არ არის ოპოზიციისთვის ხმის მისაცემად.

 

ცვლილებები, სინამდვილეში ხალხს სულაც არ უყვარს და სჭირდება ძალიან მტკიცე მოტივაცია ცვლილებების მომტანი არჩევანის გასაკეთებლად,"- წერს არჩილ გამზარდია.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ