დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

გიორგი ფხაკაძე პანდემიის დამარცხების დროს ასახელებს 26.07.2021 16:55

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის აცხადებს, რომ მომავალი წელს მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის დამარცხებას შეძლებს.

 

„2022 წელი იქნება ვირუსის დამარცხების წელი, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად თუ არ ვიმოქმედეთ, არაფერი გამოვა“, - აღნიშნა ექსპერტმა ვიდეო მიმართვაში.

 

ჯანდაცვის ექსპერტმა საზოგადოებას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 

„დელტა“ ვირუსი ვერაგია. ვირუსთან ომში უკვე ორი შეიარაღება გვაქვს - სამედიცინო პირბადე და მაღალეფექტური ვაქცინა „ფაიზერი“. გამოვიყენოთ, ავიცრათ! სხვა ვაქცინებზე, გთხოვთ, ნუ მეკითხებით, ჩემი პასუხია - არ ვიცი! და კიდევ, ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ელექტრიკოსმა - ელექტრობას, ოფთალმოლოგმა - თვალს, კარდიქირურგმა - გულს, გთხოვთ, ყველა ექსპერტებად ნუ გამოდიხართ. „ყველაფერშჩიკობა“ საშიშია. მოუსმინეთ გამოცდილებს, რომლებიც გეუბნებიან, რა არის გამოსავალი“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ