დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა აღარ დავუშვათ - დავით ზარდიაშვილის ინიციატივა 27.07.2021 11:30

რა უნდა გაკეთდეს, რათა სამომავლოდ მაინც აღარ დაუშვათ ძალადობა, დაცული იქნას თავად ჟურნალისტთა უფლებები, დაზღვეული იყოს მათი პროფესიული რისკები და ასევე, საზოგადოება იყოს უსაფრთხოდ ჟურნალისტებად გადაცმული მტრული ძალების, რომელთა მიზანია ქვეყანაში შფოთის დათესვა, არეულობის გამოწვევა და ამით, ბოროტების მიერ ქვეყნის ოკუპაცია, ისეთი პარპაშისგან, რასაც ახლა თვალს ვადევნებთ?-  ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბლოგერი დავით ზარდიაშვილი წერს.

 

"უწინარეს ყოვლისა, უნდა გამოვიდეთ „ლიბერასტული შანტაჟით“ დაბულინგებულების ბეჩავი მდგომარეობიდან და გავაცნობიეროთ: წესრიგის დამყარება ამ სფეროში აუცილებელია, ხოლო სამართლიანი წესრიგი არ ნიშნავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფას, რითაც ლიბერასტები გამუდმებით გვაშანტაჟებენ.

 

ეს ნიშნავს, რომ აუცილებელია 2004 წლის მაისში განხოციელებულილიბერასტული ფოკუსის“, როცა კანონმდებლობიდან მთლიანად გაქრა: ჟურნალისტის ცნება, მისი უფლება-მოვალეობების მომწესრიგებელი ნორმები, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრინციპების პატივისცემა და მათი დაცვის სავალდებულობა, ჟურნალისტური აკრედიტაციის ცნება და ფაქტიურად გაუქმდა ჟურნალისტური პასუხისმგებლობა, სასწარაფოდ გამოსწორება!

 

უნდა შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ხელახლა შექმნის ჟურნალისტური საქმიანობის სამართლიან, დაბალანსებულ და მყარ საკანონმდებლო ჩარჩოს; ცხადია, ეს საინიციატივო ჯგუფი უნდა იყოს საკმარისად რეპრეზენტაციული, მაგრამ ამავდროულად - ასევე კომპეტენტურიც; საკანონმდებლო ჩარჩო უნდა შეიქმნას იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობაში დაბრუნდეს:

 

1. ჟურნალისტის ცნება, რათა გაიმიჯნოს ეს უმნიშვნელოვანესი და საპატიო პროფესია შარლატანების, შარახვეტიების, შანტაჟისტების, პროვოკატორების, ინფო-მოძალადეების და სხვა, ათასი ჯურის ნაძირლების, რომელთა სახელი - ლეგიონია, უწინარესად - ჟურნალისტებად გადაცმული მარბიელი ნაცზონდერებისგან;

 

2. ჟურნალისტური უფლებების და მოვალეობების მომწესრიგებელი ნორმები, რითაც ასევე ჟურნალისტთა კერძო თუ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრება, მათ შორის არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციული, ხოლო მძიმე შემთხვევების დროს - ასევე სისხლის სამართლებრივი, პასუხისმგებლობაც, განსაკუთრებით - ცილისწამებისა ანდა სახელმწიფოსა თუ საზოგადოების დამაზიანებელი ფეიკ-ნიუსების გავრცელების მძიმე შემთხვევებში;

 

3. ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრინციპების მიმართ ერთგულება და მათი დაცვის ვალდებულება;

 

4. ჟურნალისტური აკრედიტაცია, როგორც აუცილებელი პირობა, განსაკუთრებით - მომეტებული რისკის მქონე მოვლენების, მათ შორის - მასობრივი შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, რეპორტაჟის წარმოებისთვის.

 

ეს მხოლოდ აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი ჩამონათვალია; აუცილებელია შეიქმნას ღია პლატფორმა, რათა საინიციატივო ჯგუფმა იმუშაოს საზოგადოების ფართო ჩართულობით, ოღონდ - აგრესიული ლიბერასტების და ნაც-ზონდერების გარეშე.

 

ბუნებრივია, ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობა - მათი პასუხისმგებლობაა და იმედია, ამ პასუხისმგებლობას არ გაექცევიან.

 

ყველას მოგიწოდებთ, ერთად განვავითაროთ და საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ ეს ინიციატივა!"- წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ