დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ლუკაშენკოს მიმართ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს 27.07.2021 12:08

ბრიტანული სამაუწყებლო ტელერადიოკომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური («BBC russian») აქვეყნებს 26 ივლისის ამერიკული და ინგლისური პრესის ზოგიერთი მასალის მოკლე მიმოხილვას, რომლებშიც აქტუალური საკითხებია განხილული.

 

«The Wall Street Journal»: „ახალი სანქციები ლუკაშენკოს წინააღმდეგ“

 

„აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბელარუსისა და პირადად ქვეყნის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს მიმართ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს“, - ნათქვამია გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელის“ სტატიაში სათაურით „აშშ ბელარუსის ლიდერის წინააღმდეგ“ (ავტორი - ბრეტ ფორესტერი), რომელიც ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიერ ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებს ეხება.

 

გასულ კვირაში ალექსანდრე ლუკაშენკოს ოპონენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ორ მთავარ „თანაშემწეს“ - სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს და მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკობ სალივანს შეხვდა. როგორც სვეტლანა ტიხანოვსკაიას გარემოცვა აცხადებს, სახელმწიფო დეპარტამენტმა მიანიშნა, რომ ახალი სანქციები  ძირითადად ბელარუსული კალიუმის მოპოვენისა და ნავთობგადამუშავების დარგებს დააზარალებს. სწორედ ამ სფეროებში აქვს ინტერესები ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

 

ამერიკის ადმინისტრაცია ჯერჯერობით არაფერს ამბობს სანქციების გამოცხადების ვადებზე და არც იმ კონკრეტულ ადამიანებს ასახელებს, ვის წინააღმდეგაც იქნება მიმართული სანქციები. აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ, აშშ-მა უკვე დაუწესა სანქციები 15 ფიზიკურ პირს, აგრეთვე ხუთ სახელმწიფო სტრუქტურას, ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ჩათვლით.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ