დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ივნისში ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის ფულადი გზავნილები გადმოირიცხა 27.07.2021 12:50

2021 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 201.9 მლნ აშშ დოლარი (638.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 19.3%-ით (32.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.3% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 94.7% მოდიოდა.

 

აღსანიშნავია, რომ ივნისში ყველაზე დიდი რაოდენობით თანხა რუსეთიდან გადმოირიცხა - 39 მილიონი დოლარი, მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც ქვეყანაში გზავნილების სახით 31,7 მილიონი შემოვიდა, სამეულში მოხვდა აშშ- 25 მლნ დოლარით.

 

2021 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.5 მლნ აშშ დოლარი (83.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ივნისის (21.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20.8%-ით მეტია.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ