დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ საქართველო აშშ-სთვის ყველაზე ერთგული მოკავშირეა მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში 27.07.2021 14:45

რუსული გაზეთი „კომერსანტი“ («КоммерсантЪ») ყურადღებას უთმობს საქართველოში დაწყებულ მრავალეროვნულ სამხედრო წრთვნებს (კოდური სახელწოდება „Agile Spirit - 2021“) და აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველოს მთებს ნატოური ბინდი ჰფენია...“ (ავტორი - გიორგი დვალი).


როგორც სტატიაშია აღნიშნული, წრთვნები 26 ივლისიდან 6 აგვისტომდე გაგრძელდება და მასში ნატოს წევრი 12 ქვეყნის (აშშ-ის ჩათვლით) და არაწევრი 3 ქვეყნის (აზერბაიჯანი, საქართველო, უკრაინა) სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.


პუბლიკაციის მიხედვით, სამხედრო მანევრები ქვეყნის სამ პოლიგონზე ხორციელდება - სენაკში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე), ორფოლოზე (სამცხე-ჯავახეთის მხარე) და ვაზიანში (თბილისის გარეუბანი). სულ წრთვნებში 2,55 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მათ შორის 1,6 ათასი ქართველი და 700 ამერიკელი. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოში საზღვაო გზით შემოიტანეს (ფოთის პორტში), ხოლო პირადი შემადგენლობა - ნიურნბერგიდან (გერმანია) თბილისში თვითმფრინავ Boeing 777-ების მეშვეობით იქნა გადმოსროლილი (ვაიზანის სამხედრო აეროდრომზე). უკრაინელი სამხედროებიც საქართველოში ზღვით შემოვიდნენ - სადესანტო ხომალდით „იური ოლეფირენკო“ და საპატრულო კატერით „სტარობელსკი“.


„თბილისში თვლიან, რომ ამ სამხედრო წრთვნების ჩატარების ფონი შემთხვევითი არ არის: ავღანეთიდან ნატოს მიერ ჯარების გამოყვანის მიუხედავად, აშშ-ის სარდლობა, ალიანსის წევრ სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოში მანევრების გამართვის ტრადიციას აგრძელებს. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ საქართველო აშშ-სთვის ყველაზე თანმიმდევრულ  და ერთგულ მოკავშირეა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. წინა წლებში მსგავსი წრთვნების ჩატარების აუცილებლობა ავღანეთის მისიაში ქართული ქვედანაყოფების მონაწილეობით იყო განპირობებული, სადაც ბოლო მომენტამდე 700 ქართველი სამხედრო მოსამსახურე (ჯარისკაცები და ოფიცრები) იმყოფებოდა კონტრაქტების საფუძველზე.


როგორც „კომერსანტს“ ქართული სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა უთხრა, „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში ყოფნის დროს, 20 წლის განმავლობაში, კოლოსალური ენერგია და ფინანსები თითქმის ტყუილად დახარჯეს... იქ, ალბათ, ხელისუფლებაში ისევ თალიბები მოვლენ“. ამჟამად კი, ექსპერტის აზრით, ამერიკელებს, ნატოელ მოკავშირეებთან ერთად, „განზრახული აქვთ, რომ ძალებისა და საშუალებებების კონცენტრირება შავი ზღვის რეგიონში მოახდინონ“, სადაც „მნიშვნელოვნად გაძლიერდა რუსეთი, განსაკუთრებით ყირიმის გაკონტროლების შემდეგ“. ასე რომ, მსგავსი წრთვნები, როგორც „კომერსანტთან“ საუბრის დროს ირაკლი ალადაშვილმა აღნიშნა, [საქართველოსთვის] აშკარად ზედმეტი არ იქნება.


წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ