დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ბრინჯაოს ხანის დიდი ყორღანები აღმოაჩინეს 27.07.2021 15:51

აზერბაიჯანულმა საინფორმაციო სააგენტო «Report»-მა გამოაქვეყნა პუბლიკაცია სახელწოდებით „ქეშიქჩიდაღში ბრინჯაოს ხანის დიდი ყორღანები აღმოაჩინეს“.

 

მკითხველს შევახსენებთ, რომ საკითხი ეხება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის სამხრეთ ნაწილს, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე აკონტროლებს და რომელიც ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბრძანებულებით, 2007 წლიდან ეროვნულ ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალად არის გამოცხადებული.

 

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, „აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროსთან არსებული კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის, განვითარებისა და დაცვის სახელმწიფო სამსახური ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „სამეცნიერო-არქეოლოგიური გათხრები ქეშიქჩიდაღში: საზაფხულო სკოლა“. პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომლების მონაწილეობით, ნაკრძალის ტერიტორიის  ერთ-ერთ უბანზე (სახელწოდებით „სარიოხუშის ხეობა“) მდებარე ორ ყორღანზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს.

 

ზემოთ აღნიშნული სახელმწიფო სამსახურის კულტურული მემკვიდრეობის განყოფილების გამგე რუსლან ენვერლი და სხვა თანამშრომლები პროექტის რეალიზების პროცესს გაეცვნენ. არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ხელმძღვანელმა  ფარვიზ გასიმოვმა განაცხადა, რომ ორ ყორღანზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი სამარხის შესწავლისას ნაპოვნია რამდენიმე შავი გაპრიალებული დოქი მოხატულობებით, ბრინჯაოს მახვილი, ობსიდიანისა და კაჟის ბუნიკები, ბრინჯაოს აქსესუარები ტანსაცმლისათვის და სხვა საგნები, რომლებიც გვიან ბრინჯაოს და ადრეულ რკინის პერიოდს შეიძლება მივაკუთვნოთ. ასეთი საგნები დამახასიათებელია ხოჯალ-გედაბეკის არქეოლოგიური კულტურისათვის.

 

ერთ-ერთ ყორღანში ასევე აღმოჩნდა აღმოსავლეთში ფართოდ გავრცელებული ცილინდრული ბეჭედი და ალტარი სხვადასხვა ცხოველების ჩონჩხით. სავარაუდოდ, სამარხი იმ პერიოდის მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანს ეკუთვნის.

 

პროექტი 15 ივნისს დაიწყო და მასში, ნაკრძალის თანამშრომლებთან ერთად, მოხალისეებიც მონაწილეობენ. პროექტის აქტიურ მონაწილეებს სახელმწიფო სამსახურის სერტიფიკატები გადაეცათ.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ