დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ჩინეთის ელჩი საქართველოში ლი იენი მედია ჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" პრეზიდენტს, მალხაზ გულაშვილს წერილით მიმართავს 27.07.2021 16:33

 

მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" პრეზიდენტს, მალხაზ გულაშვილს ჩინეთის ელჩი საქართველოში ლი იენი სამადლობელ წერილს უგზავნის. ელჩი მადლობას უხდის მედიაჰოლდინგის პრეზიდენტს საერთაშორისო კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისათვის. ქალბატონი ლი იენი იმედს გამოთქვამს, რომ მედიაჰოლდინგის დამფუძნებელი მომავალშიც გამოიჩენს ინტერესს ჩინეთის, მისი მმართველი პარტიისა და ჩინელი ხალხის მიმართ და კვლავ მხარს დაუჭერს საელჩოს მუშაობას, რითაც კიდევ უფრო დიდ და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საქმეში. "გავუზიაროთ ერთმანეთს დადებითი გამოცდილება და ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი" - საერთაშორისო კონფერენცია ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლისთავს მიეძღვნა.


"ბატონო მალხაზ, მადლობას გიხდით ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, რომელიც საქართველოში ჩინეთის საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა. გულითად მადლობას გიხდით თქვენი გულწრფელი მოლოცისთვის, ჩინეთთან დაკავშირებული დაუვიწყარი ისტორიებისა და ჩინურ-ქართული ურთიერთობების შესახებ თქვენი შეხედულებების გაზიარებისთვის.


ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსებიდან 100 წლის მანძილზე, პარტიის ხელმძღვანელობით ჩინელმა ხალხმა ყოველმხრივ დოვლათიანი საზოგადოება შექმნა, უკიდურესი სიღარიბე აღმოფხვრა, "ასწლეულის პირველ მიზანს" მიაღწია, ახლა კი "ასწლეულის მეორე მიზნისაკენ" - ყოველმხრივ თანამედროვე და ძლიერი სოციალისტური სახელმწიფოს შექმნისკენ ისწრაფვის.


ამ ახალ გზაზე, ჩინეთის კომუნისტური პარტია განუხრელად დაიცავს ხალხზე ორიენტირებული განვითარების კონცეფციას, არ დაივიწყებს თავდაპირველ მიზანსა და მისიას, ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწევს ჩინელი ერის დიად აღორძინებას. ჩინეთის კომუნისტური პარტია მომავალშიც აღმართავს მშვიდობის, განვითარების, თანამშრომლობისა და ურთიერთსარგებლობის დროშას, ხელს შეუწყობს ახალი ფორმის საერთაშორისო ურთიერთობების და "ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" ჩამოყალიბებას, "სარტყელისა და გზის" ინიციატივის მაღალ დონეზე განვითარებას; ჩინეთი თავისი განვითარებით მსოფლიოს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინურ-ქართული ურთიერთობების განვითარებას და მზადაა, ქართულ მხარესთან ერთად გააგრძელოს მუშაობა, რათა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობამ მუდამ ახალი შედეგები გამოიღოს ორ ქვეყანასა და ორი ერის საკეთილდღეოდ.

 


თქვენ ჩინეთის დიდი ხნის მეგობარი და ჩინურ-ქართული თანამშრომლობის მონაწილე და მოწმე ბრძანდებით. იმედი მაქვს, ჩინეთის, მისი მართველი პარტიისა და ჩინელი ხალხის მიმართ მომავალშიც გამოიჩენთ ინტერესს, კვლავ მხარს დაუჭერთ საელჩოს მუშაობასა და წვლილს შეიტანთ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საქმეში! გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებას! ჩინეთსა და საქართველოს ვუსურვებ სამარადისო მეგობრობას! - ვკითხულობთ ჩინეთის ელჩის მიერ გამოგზავნილ წერილში.
ცნობისათვის, მიმდინარე წლის 15 ივნისს, საქართველოში ჩინეთის საელჩოს მხარდაჭერითა და მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით "გავუზიაროთ ერთმანეთს დადებითი გამოცდილება და ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი" გაიმართა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ