დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

კიბერშეტევების გამო, შესაძლოა, ნამდვილი ომი დაიწყოს - ჯო ბაიდენი 28.07.2021 11:26

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთიდან და რუსეთიდან გახშირებული ჰაკერული თავდასხმების გამო, კიბერშეტევების ომის შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

 

"ვფიქრობ, რომ ომის ალბათობა - ნამდვილი ომი დიდი სახელმწიფოს იარაღით - იზრდება.  ეს იქნება კიბერ სივრცეში განხორციელებული ქმედებების შედეგი", -  ამის შესახებ ბაიდენმა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისში  გამოსვლის დროს განაცხადა.

 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კიბერუსაფრთხოება ბაიდენის ადმინისტრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

 

ჟენევაში სამიტის დროს, პრეზიდენტმა ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს აშშ-ს კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტების სია გადასცა, რაც  აშშ-ის ლიდერის ერთგვარ "მესიჯს"  წარმოადგენდა ვაშინგტონის მხრიდან  კიბერ შეტევაზე შესაძლო რეაგირების თვალსაზრისით.

 

მას შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის ოფიციალური პირები მუდმივ კონტაქტში არიან კრემლთან შეერთებულ შტატებზე კიბერშეტევებთან დაკავშირებით.

 

ბაიდენმა ასევე შეშფოთება გამოთქვა ჩინეთის მხრიდან განხორციელებული კიბერ თავდასხმების შესახებ. მისი თქმით, 2040-იანი წლების შუა პერიოდში ჩინეთი, შესაძლოა, "მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა" და "მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა" გახდეს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ