ბოლო წლების მანძილზე, დედაქალაქის მხოლოდ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში 700 ათასი კვ.კილომეტრი გზის საფარველი დაიგო, 100 კილომეტრამდე მიწისქვეშა კომუნიკაცია შეიცვალა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.
"მოხდა 350-მდე სახლის კაპიტალური გამაგრება, აშენდა 281 ფერდობისა და გრუნტის დამჭერი კედელი, გვაქვს 400-მდე რეაბილიტირებული და ახლად აშენებული სპორტული მოედანი, 90 სპორტული ტრენაჟორების კორტი, 650-ზე მეტი ახალი და რეაბილიტირებული უხვად გამწვანებული სკვერი და ბაღი, დაირგო ათასობით ხე-მცენარე. სამწუხაროა, რომ კოვიდპანდემიის გამო ქალაქის ბიუჯეტს მნიშვნელოვანი რესურსი მოაკლდა, მაგრამ დარწმუნებულნი იყავით, რომ აქ კიდევ არაერთი ამბიციური პროექტი განხორციელდება!"- წერს გია ვოლსკი და ფოტოებს აქვეყნებს.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge