დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

28 ივლისს ჰეპატიტების მსოფლიო დღე აღინიშნება 28.07.2021 14:34

28 ივლისს ჰეპატიტების მსოფლიო დღე აღინიშნება.

 

საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორციელებულა.

 

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში პროგრამაში ჩართვა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა ყველა პაციენტისთვის არის სრულიად უფასო. უფასოდაა ხელმისაწვდომი უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტები.

 

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში 74 000-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო, ხოლო მკურნალობა 70 500-ზე მეტმა მოქალაქემ დაასრულა. განკურნების მაჩვენებელია 98.9%.

 

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომანიაგილეად"-ის მხარდაჭერით.

 

საქართველომ 2019 წლის დასაწყისში მიიღო ჯილდო და აღიარებულ იქნა, როგორც C ჰეპატიტის ელიმინაციის სანიმუშო ქვეყანა.

 

ჰეპატიტის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ გლობალურ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დღეებს შორის ერთ-ერთია, 2021 წელს , 28 ივლისი აღნიშნება სლოგანით - „იCოდე, ჰეპატიტი არ იCდის“.

 

ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ