დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რას ითხოვდნენ გურულები 1905 წელს ბახვში გამართულ შეხვედრაზე - "ბახვის მანიფესტი" 28.07.2021 14:53

და ამის მერე ვიღაცა ჩვენ დემოკრატიას გვასწავლის?! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვახტანგ ჭკუასელი წერს.

 

"რას ითხოვდნენ გურულები 1905 წელს ბახვში გამართულ შეხვედრაზე ,,ბახვის მანიფესტი”

 

1. გლეხებს დაუბრუნდეთ უსამართლოდ მოკრებილი ფული [ განთავისუფლების გადასახადი].

2. ,, დროებით ვალდებული” გლეხები თავიანთი ნაკვეთის შენარჩუნებით, ყოველგვარი შემდგომი გადასახადის გარეშე გათავისუფლდნენ.

3. ,, ხიზანს” მიეცეს თავისი მიწა.

4. მოხდეს ეკლესიის, სახაზინო და მსხვილი მემამულეების მიწების კონფისკაცია.

5. შემოღებული იქნეს პროგრესული გადასახადი ნულოვანი გადახდით.

6. გაუქმდეს არაპირდაპირი გადასახადი და ტარიფები.

7. ეკლესია და სახელმწიფო განცალკევდნენ.

8. არსებობდეს უფასო სავალდებულო განათლება 16 წლის ასაკამდე.

9. არსებობდეს სიტყვის, ბეჭდვის, შეკრების თავისუფლება და გაფიცვის უფლება.

10. პიროვნებისა და ოჯახის ხელშეუხებლობა აუცილებელია.

11. გაუქმდეს ქვეყანაში შიდა საპასპორტო სისტემა.

12. გაუქმდეს რეგულარული ჯარი.

13. სასამართლო და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხალხის წინაშე უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი.

14. დაბრუნების ნება დაერთოთ ადმინისტრაციულ გადასახლებაში მყოფ პირებს.

15. მოწვეულ იქნას დამფუძვნებელი კრება.

 

ბახვში გამართული შეხვედრის შემდეგ მეფის რუსეთის წარმომადგენელმა სულთან კრიმ გვეიმ განაცხადა ,, რაც ამათ სურთ მეფის რუსეთი კი არა საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის კონსტიტუციაც ვერ დააკმაყოფილებს”-ო.

 

სტივენ ჯონსი - "სოციალიზმი ქართულ ფერებში" - წერს ვახტანგ ჭკუასელი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ