დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

"რა უნდა გააკეთოს მმართველმა გუნდმა, როცა მისი ოპოზიციის დიდი ნაწილი მუდმივი საბოტაჟითაა დაკავებული" 29.07.2021 12:40

იმ ფონზე, როცა დოკუმენტის ავტორი შარლ მიშელი ჯერჯერობით დუმს, მართავს რა კონსულტაციებს ყველა მხარესთან, ნაცოპოზიცია დაქსაქსულია, კვლავაც უშვერად ლანძღავს ერთმანეთს, აშშ-დან ბუნებრივად გაისმა ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის გაუქმების გამო წუხილი, იმედგაცრუება, გაღიზიანება და იმედი, რომ ევროატლანტიკური  ინტეგრაციის გზიდან საქართველო არ გადაუხვევს, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე "ფეისბუქზე" წერს.

 

"ოფიციალური ვაშინგტონის მთავარი გზავნილებია:

 

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ერთად იმუშაონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის.

 

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მათ შორის „ქართულ ოცნებას“, ერთობლივი მუშაობისა და იმ ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებისკენ, რაზეც ისინი შეთანხმდნენ და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ერთა ოჯახში დროული ინტეგრაციისთვის.

 

მოვუწოდებთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ ოქტომბერში, კანონის უზენაესობის განმტკიცების უცვლელი ერთგულებისკენ და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საარჩევნო, სასამართლო რეფორმების კეთილსინდისიერი განხორციელებისკენ. საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხმა შესაძლოა, გამოიწვიოს დახმარების პირობითობა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს სწრაფვას ევროკავშირსა და ნატო-ში, დააზიანოს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობა. ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს.

 

რა უნდა გააკეთოს მმართველმა გუნდმა, როცა მისი ოპოზიციის დიდი ნაწილი მუდმივი საბოტაჟითაა დაკავებული?

 

პასუხი ერთმნიშვნელოვანია: მიშელის შეთანხმების გარეშეც გააგრძელოს ის რეფორმები, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისათვის, ევროატლანტიკურ სივრცეში მყარად დამკვიდრებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ჩვეულად უზრუნველყოს კიდევ უფრო მეტად დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები. 

 

და თუ ეს ყველაფერი არ მოხდება, რაც გამორიცხულია, ცხადია, დასავლეთიდან იქნება ადეკვატური რეაქციები. ამდენი შიდა დესტრუქციული, ხელოვნური წინაღობის მიუხედავად, ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქისათვის სასურველი შედეგები დაიდება ადრე თუ გვიან. სააკაშვილის ადეპტების ყიყინი კი ამის თანდმევი პროცესია. რა ვქნათ? რეალობაა ასეთი", - წერს გია აბაშიძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ