დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ურთულესი იყო მდგომარეობა - რას წერს ექიმი ოლიმპიური ჩემპიონის ტრავმაზე 29.07.2021 12:59

ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი ლაშა ბე­ქა­უ­რი ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დის ოქ­როს პრი­ზი­ო­რი გახ­და. მას არ­ცთუ დიდი ხნის წინ, სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა აწუ­ხებ­და, რის თა­ო­ბა­ზეც, "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლო­სან­თა ნაკ­რე­ბის ექი­მი გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­უ­ლი.

 

"ბა­კუ­რი­ან­ში ვი­ყა­ვით შეკ­რე­ბა­ზე, ზურა კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი ჩა­მო­ვი­და, გაგ­ვამ­ხნე­ვა, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ვენ­ტა­რით მო­მა­მა­რა­გა, რჩე­ვე­ბი მომ­ცა, ძა­ლოს­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას გა­ეც­ნო და იქვე სა­უბ­რი­სას ბე­ქა­ურ­ზე ჩა­მო­აგ­დო სი­ტყვა...

 

ვთხო­ვე ბე­ქა­უ­რის ტრავ­მის მაგ­ნი­ტურ რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის დას­კვნა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა და როცა დავ­ხე­დე, კი­ნა­ღამ გული გა­და­მიტ­რი­ალ­და. მე­ცხრე წე­ლია ამ სფე­რო­ში ვარ და მე მსგავ­სი მო­ცუ­ლო­ბის ტექ­სტი, არ­ცერ­თი სპორ­ტუ­ლი ტრავ­მის აღ­წე­რა­ზე არ მი­ნა­ხავს... უამ­რა­ვი რამ ეწე­რა და ურ­თუ­ლე­სი იყო მდგო­მა­რე­ო­ბა. ლაშა ბე­ქა­ურს ჯერ კი­დევ არ ვიც­ნობ­დი და არც მისი მებ­რძო­ლი ხა­სი­ა­თი ვი­ცო­დი... თურ­მე რას შვე­ბა მთა, მთის ლაღი, ქარ­თუ­ლი სული... ვნა­ხე დას­კვნა და პირ­და­პირ ვუ­თხა­რი, ზურა, ნუ გა­რის­კავ... მე ვფიქ­რობ, ჯობს იმ­კურ­ნა­ლოს და მო­ემ­ზა­დოს შემ­დე­გი შე­ჯიბ­რე­ბის­თვის - მეთ­ქი. ჩემი ხო გჯე­რაო, - მი­თხრა ზურა მა­მო­ბილ­მა ... და­ვუქ­ნიე თავი, რა მექ­ნა.

 

ჰოდა, დღეს პი­რა­დად კა­ხაბ­რიშ­ვილს ვუ­ლო­ცავ ამ გა­მარ­ჯვე­ბას! მან შეძ­ლო მკურ­ნა­ლო­ბით, რე­ჟი­მით, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ვარ­ჯი­შე­ბით, ნემ­სე­ბით, ფი­ზი­ო­თე­რა­პი­ე­ბით, კი­ნე­ზო­ტე­ი­პი­რე­ბით, მა­სა­ჟით და ა.შ.. რომ ეს შე­დე­გი და­ე­დო... დიახ, ბე­ქა­უ­რის ამ შე­დეგ­ში, სა­მე­დი­ცი­ნო გუნ­დმა უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა და ვუ­ლო­ცავ ყვე­ლა ჩემს კო­ლე­გას, ვინც ლა­შას მზა­დე­ბა­ში იყო ჩარ­თუ­ლი. ზურა, ოქრო ხარ ! მად­ლო­ბა, რომ პი­რო­ბა შეგ­ვის­რუ­ლე ფო­ტო­ზე შენი ემო­ცი­აც არ მიკ­ვირს", - წერს გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­უ­ლი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ