დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

არის თუ არა „ოცნების“ ამ შეთანხმებიდან გასვლა დემარში დასავლელი პარტნიორების მიმართ? 29.07.2021 14:07

შარლ მიშელის „სახელობის“ პოლიტიკური შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა და მისი ანულირება, მხოლოდ ხაზს უსვამს იმ სამწუხარო რეალობას, რომ საქართველოში პრაქტიკულად შეუძლებელია ოპოზიციის დესტრუქციულ და კლასიკურად ექსტრემისტულ ნაწილთან რაიმე შეთანხმების მიღწევა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბლოგერი დავით ზარდიაშვილი წერს.

 

„ოცნება“ რომ არ გამოსულიყო ამ შეთანხმებიდან, ეს თავის მოტყუება იქნებოდა, რადგან ეს ექსტრემისტული ოპოზიცია - ნაცები, "არც კი შესულან“ ამ შეთანხმებაში და მასზე ხელიც კი არ მოუწერიათ. აღარაფერს ვამბობ, რომ პრაქტიკულად არავითარი ვალდებულება ოპოზიციას, გარდა პარლამენტის საბოტაჟის შეწყვეტისა, ამ შეთანხმებით არ დაკისრებია. საბოტაჟი შეწყდა და ეს იყო და არის ევროპული მედიაციის მთავარი მიღწევა და დამსახურება, რისთვისაც მათ ნამდვილად ეკუთვნით მადლობა.. თუმცა ის, რომ ექსტრემისტულ ოპოზიციასთან მყარი ზავი დაიდებოდა, ე.ი. იგი თავის „ჰიბრიდულ სამოქალაქო ომს“ ნაცობა შეწყვეტდა, რასაკვირველია - ილუზორული, სრულად ფუჭი იმედი გახლდათ, რაც რეალობის 100-მა დღემაც ცალსახად დაადასტურა; ამიტომ - რაც უფრო დროზე მოხდებოდა ამ ილუზიის გაფანტვა, უკეთესია!

 

არის თუ არა „ოცნების“ ამ შეთანხმებიდან გასვლა დემარში დასავლელი პარტნიორების მიმართ? რასაკვირველია - არა! მიუხედავად ჩვენი პარტნიორების ღრმა პატივისცემისა, ეს შეთანხმება ოდენ შიდა პოლიტიკური შეთანხმებაა და რაიმე საერთაშორისო ვალდებულებებს, რასაც ამ შიდა პოლიტიკური კონტექსტის გარეშე იკისრებდა რომელიმე მხარე, არ ითვალსიწინებს. საქართველოს სახელმწიფო, მისი ხელისუფლება და მმართველი პარტიაც, ერთგული რჩება ყველა ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებისა და ამ თვალსაზრისით არც არაფერი იცვლება. არ იცვლება ფაქტობრივად, მაგრამ: უდავოდ იცვლება აღქმები!

 

მაგალითად ის, რომ მისი აღმატებულება ელჩი დეგნანი საქართველოს ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდა და ზოგჯერ დიპლომატიურ ზღვარსაც გადადიოდა თუნდაც მოსამართლეების გამწესების საკითხში, აჩენდა მძიმე აღქმას, თითქოსდა საქართველოს ხელისუფლება დასავლელი პარტნიორების წინაშე „უფროს-უმცროსძმულად“ ანგარიშვალდებული იყო. რასაკვირველია, ამ აღქმას, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებით - ერთგვარად საფუძველიც ეცლება. და იმედი ვიქონიოთ, პარტნიორობის უფროს-უმცროსძმული აღქმაც საბოლოოდ გაიფანტება, ისევე როგორც ის აღქმაც, თითქოსდა ნაცებს დასავლეთი პატრონობს, როგორც საკუთარ კლიენტელას," - წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ