დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ძალიან ძვირად დაუჯდება ეს "ოცნებასაც" და ქართველ ხალხსაც - ვაჟა შუბითიძე 29.07.2021 14:31

იმის მაგივრად, რომ ოცნებას დაეწყო გამოძიება ზოგიერთი ნაციონალის და ოპოზიციონერის საქმეებზე და მათთვის სათანადო ადგილი მიეჩინა, ოცნებამ კობახიძის(?!) პირით გვამცნო შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლა და ამით ნაც-ოპოზიცია მოსალოდნელ კატასტროფას გადაარჩინა(ორივემ ერთად კი რუსეთის წისქვილზე დაასხეს წყალი ამით), - ამის შესახებ "ჯორჯიან თაიმსთან" პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პოლიტიკური ექსპერტი ვაჟა შუბითიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, "ოცნებას" არ უნდა უფრო ჭკვიანი და ნორმალური ოპოზიცია "ნაცების" გარდა.

 

"როგორც დათას არ უნდოდა ნიკანდრო ქილიაზე უფრო ჭკვიანი პოლიცმეისტერი, ასევე ოცნებას არ უნდა უფრო ჭკვიანი და ნორმალური ოპოზიცია ნაცების გარდა. ჰყავს კიდევაც ჩახუტებული და ცივ ნიავს არ აკარებს. ხალხს ყელში ჰყავს ამოსული ორივე და შეიძლება ორივე ერთდროულად დამარხოს- ბუნებაში ვაკუუმი არ არსებობს, მათ ადგილს სხვა დაიკავებს უკვე, ისეა გამწარებული ხალხი ორივეზე. გირჩის გასვლა პარლამენტიდან და ნაცოპოზიციის მზადება გასასვლელად, ნიშნავს, რომ რუსები მათ ავალებენ დაუბრუნდნენ რევოლუციურ სცენარს- ქაოსს და კოლაფსის მოწყობას ჯანდაცვასა და ეკონომიკაში, შეუმდგარი საქართველოს ჩვენებას აშშ-დასავლეთის თვალში, რათა გულაცრუებულებმა ქართული პოლიტიკური ელიტითა და მათი უპირობობით, მათ თავად თქვან უარი ჩვენი ქვეყნის თანადგომაზე. ძალიან ძვირად დაუჯდება ეს "ოცნებასაც" და ქართველ ხალხსაც, დავეშვებით აფრიკის დონეზე და ამაზე ყველა ამათ მოეკითხებათ პასუხი მალე..."- აცხადებს ვაჟა შუბითიძე.

 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია, პირობების შესრულება კი მათი „კეთილი ნება იქნება".  ამ განცხადებას ოპოზიციის მხრიდან მწვავე განცხადებები და ნაბიჯები მოჰყვა,"გირჩი- მეტი თავისუფლება" ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს, „ლელომ" შესაძლოა ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს, „ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" კი დაშლის პირასაა.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ