სამხრეთაფრიკელი ბურები „ქართველ“ ფერმერებად იქცნენ - რას წერს გერმანული პრესა

გერმანული გაზეთი „ფრეიტაგი“ («Freitag») 29 ივლისის ნომერში დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „როგორ იქცნენ სამხრეთაფრიკელი ბურები „ქართველ“ ფერმერებად“ (ავტორი - მარტინ ლეიდენფროსტი), რომელშიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსული ბურების - ჰოლანდიური წარმომავლობის მქონე აფრიკელების - ცხოვრების შუქ-ჩრდილებია გადმოცემული.

 

აქვე ვიტყვით, რომ ავტორი რატომღაც საკმაოდ ნეგატიურად აღწერს საქართველოში მცხოვრები ბურების მდგომარეობას (რაც რადიკალურად განსხვავდება ქართულ პრესაში გამოქვეყნებული პოზიტიური მასალებიდან), არ ასახელებს მათ ვინაობას და იმ სოფლის სახელს, სადაც ისინი ცხოვრობენ, თუმცა ფოტოზე არსებული წარწერა იმის მინიშნებაა, რომ საქმე გარდაბნის მუნიციპალიტეტში (სავარაუდოდ, სოფ.ლემშვენიერაში) დასახლებულ ბურებს ეხება (https://on.ge/story/12220).

 

„სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში რასობრივი სეგრეგაციის პოლიტიკის დასრულება (როცა 1993 წელს შავკანიანთა უფლებები თეთრკანიანთა უფლებებს გაუთანაბრდა), ქვეყნიდან მილიონობით თეთრკანიანი მოსახლეობის მასობრივი მიგრაციის მიზეზი გახდა. მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სპეციალურად მიიწვია სამხრეთაფრიკელი ბურები - ჰოლანდიური წარმოშობის მქონე ფერმერები - ქვეყნის სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად. ზოგიერთი მართლაც საქართველოში ჩამოვიდა და დარჩა. მე დიდი ხანია მინდოდა მათთან გასაუბრება და „აფრიკანსულად“ (ჰოლანდიური ენის აფრიკული დიალექტი) ლაპარაკი, რომელიც მეტ-ნაკლებად ვიცი და მესმის“, - წერს ავტორი, რომელმაც გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ერთ-ერთი ბურის (აფრიკანერის) ოჯახის ნახვა გადაწყვიტა.

 

სტატიაში აღწერილია საკმაოდ უსიცოცხლო პეიზაჟი მიტოვებული საბჭოთა სამხედრო ბაზის ახლოს: „მე მეგონა, რომ წარმატებულ ფერმას ვნახავდი, სინამდვილეში კი სიცხით გადამწვარ მინდორში ორი საცხოვრებელი კონტეინერი, პატარა შენობა, რამდენიმე ძროხა და ცხენი დავინახე... ისმის ძაღლების ყეფა... არსად ერთი ხეც არ დგას, შორს მეტალურგიული ქარხნის მილები მოჩანს“.

 

ავტორი ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოსახლეობას გარკვეული ეჭვები და ნეგატიური რეაქცია ჰქონდათ უცხოეთიდან ჩამოსულ მიგრანტებზე, მაგალითად, ინდოელების მიმართ. დღეს, როგორც ჩანს, ნეგატიურმა ტენდენციამ უკვე გადაიარა, თუმცა ამის მიუხედავად, უცხოელების ცხოვრებაში პრობლემები მაინც არსებობს.

 

„რადგანაც ბურები კარგად ლაპარაკობენ ინგლისურად, მათ, ცხადია, საცხოვრებლად ანგლოსაქსური სამყარო უფრო იზიდავთ - ამერიკა, კანადა... თუმცა ამ ქვეყნებში თავისთან მხოლოდ მდიდარ ბურებს იწვევენ. ავსტრალიაში, მაგალითად, ხუთი მილიონი დოლარი უნდა გქონდეს. ამიტომაც შედარებით ღარიბი ბურები მიდიოდნენ მეზობელ აფრიკულ ქვეყნებში - ზამბიაში, მალავში, ტანზანიაში... აზიურ კამბოჯაში, ევროპულ პორტუგალიაში, მაკედონიაში... და საქართველოშიც. მაგრამ რადგანაც საქართველოში ჩამოსულმა ბურებმა ექვსი წლის განმავლობაში სახელმწიფო ენა კარგად ვერ შეისწავლეს და გამოცდა ვერ ჩააბარეს, ისინი ქართული პასპორტების მფლობელები ვერ გახდნენ. ისინი, შეიძლება ითქვას, საქართველოში განდეგილებივით ცხოვრობენ - მეზობლები აზერბაიჯანელები და ქართველები არიან, რომლებთანაც ფართო კონტაქტები არ აქვთ. შვილები უკვე დიდი ხანია უმუშევრები არიან და სახლში (კონტეინერში) სხედან. მათგან ერთ-ერთს, ქალიშვილს, ქართულის გარდა, კიდევ თურქული და რუსული ენების შესწავლა სურს, უნდა საცხობის გახსნაც, მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი მხოლოდ გეგმებშია“, - აღნიშნავს ავტორი.

 

კითხვაზე, თუ რატომ არ ბრუნდებიან ბურები თავიანთ ისტორიულ სამშობლოში - ნიდერლანდებში (ჰოლანდიაში), მასპინძლები პასუხობენ, რომ ჰოლანდია პატარა ქვეყანაა ფართობით, მჭიდროდ არის დასახლებული და იქ ცხოვრება ძვირია. თანაც ჰოლანდიაში არცერთი ნამყოფი არ არის. კაცმა რომ თქვას, მათთვის რასობრივი სეგრეგაციის პერიოდი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ცხოვრების საუკეთესო პერიოდს წარმოადგენდა: „1970-1980-იანი წლებში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა თეთრკანიანებისათვის საუკეთესო ცხოვრების ქვეყანას წარმოადგენდა, უფასო სამედიცინო მომსახურებით, დღეს კი სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა.. საქართველოში ერთი მკვლელობაც რომ მოხდეს, ეს ფაქტი უკვე მთელმა ქვეყaნამ იცის, იქ კი ყოველ ხუთ წუთში ადამიანს კლავენ და ვითომც არაფერი არ მომხდარა“, - ამბობენ ბურები. ისინი არ იცნობენ თავიანთი სოფლის ხელმძღვანელს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველების მსგავსად, ბურებიც ქრისტიანები (კალვინისტები) არიან, მართლმადიდებლობა მათთვის მკაცრ რელიგიას წარმოადგენს.

 

შეხვედრის შემდეგ მასპინძელმა უკან, პატარა ქალაქში [მუნიციპალიტეტის ცენტრში] წამიყვანა. იგი თავისი „ჯიპ“-ის საჭეს ტალახიან გზაზე მარჯვედ მართავდა და მეუბნებოდა: „საქართველო უფრო მეტად აზიაა, ვიდრე ევროპა“. შესაძლოა, ასეც არის, თუმცა მე ჩემი მხრიდან ვიტყვი, რომ საქართველოში მცხოვრები ბურები უფრო მეტად აფრიკელები არიან, ვიდრე ევროპელები. არცერთი მათგანი ხომ ევროპაში ნამყოფი არ არის“, - წერს ავტორი  სტატიის დასასრულს.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 

 
 

მსგავსი სიახლეები
ბლოგი

პოლონური სასწაული და „შოკური თერაპია“

პოლონეთის ეკონომიკა მეექვსეა ევროკავშირში და უდიდესია ევროკავშირის ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის წევრთა შორის.

თებერვალი 24 , 2020

"2020-2024 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიში, რომელიც გასულ წელს აფასებს, განსაკუთრებით როგორც არასდროს დღეს რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი:

თებერვალი 13 , 2020

დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის და დაბალი გადასახადების პრინციპებს და მიუხედავად მომსახურების სერვისების პრიორიტეტისა, არის წარმოებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გერმანიის და იაპონიის მსგავსად.

იანვარი 27 , 2020

"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია.

ნოემბერი 19 , 2019

"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლ

მე ამ თემაზე მსჯელობისას სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში.

ნოემბერი 14 , 2019

წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მაშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც.

ოქტომბერი 29 , 2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტუ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში მორიგი ვიზიტი დაასრულა და შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. სსფ-ის ეს მოხსენება რამდენიმე ფაქტორის გამო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

სექტემბერი 19 , 2019

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორ

მათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები.

სექტემბერი 12 , 2019

"ქართულ ოცნებას" უკვე მეორე ფრონტზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ მოუწევს არც თუ იოლი პო

"ორი ფრონტი" კი არა, არამედ ორმაგი ბუნება და შიდა წინააღმდეგობა "ქართული ოცნებისა" :

აგვისტო 29 , 2019

ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!

ნიჰილიზმზე ვწერდი და ზოგი მთხოვს, მაგალითები მოიყვანე, რომ უფრო თვალსჩინო და გასაგები იყოს ამ ტერმინის მნიშვნელობაო.

აგვისტო 15 , 2019

"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"

2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებისას, ბევრი ითქვა და დაიწერა, როგორც ქართულ ისე უცხოურ პრესაში.

აგვისტო 08 , 2019

"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"

ყველაზე ცუდი ისაა, რომ დარგის პატივსაცემი, ან აღიარებული სპეციალისტები, ან მიკერძოებულ განცხადებას აკეთებენ, ან დუმან.

აგვისტო 01 , 2019

"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"

ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული ისტორია, როგორც ჩანს წმინდა საინფორმაციო ომის ტალღაზე გადადის.

აგვისტო 01 , 2019

"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს

2019 წლის ივნისშის წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა.

ივლისი 31 , 2019

"შემაგინე და გესვრი"- პუტინის შურისძიება გინებაზე

ერს არ გვაქვს ცივი გონება, თუ როგორ უნდა გავუმკვლავდეთ საფრთხეებს. ყველაფერი წალეკა პოპულიზმმა და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ.

ივლისი 10 , 2019

"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"

2 ივლისს, ქ. პარიზში "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში ლიდერად დასახელდა.

ივლისი 03 , 2019

"პროპორციული არჩევნებით პოლიტიკა ადგილობრივ კონტექსტს უმეტესწილად დაკარგავს"

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი პროპორციული არჩევნების წინააღმდეგ, რაც გუშინ თუნდაც ფბ-ზე ხშირად და ხაზგასმით აღინიშნა, ის არის, რომ ადგილობრივ კონტექსტს, თუკი სრულიად საქართველოს ერთიანი სიებით იქნება არჩევნები, მთლიანად თუ არა, დიდწილად დაკარგავს ეროვნული პოლიტიკა.

ივნისი 25 , 2019

„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსათვის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (Extended Fund Facility), ფარგლებში მეოთხე მიმოხილვა.

ივნისი 20 , 2019

საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ ბოლო ნომერში ძალზე საინტერსო მასალა გამოქვეყნდა „ჭარვალიანობის“ ზეგავლენაზე მოხმარებაზე და ეკონომიკურ რეცესიაზე, რომელიც განხილულია 2015-2016 წლებში, ბრაზილიის ფინანსური კრიზისის მაგალითზე.

ივნისი 17 , 2019

„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“

მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც მომსახურების სექტორში, ასევე ეკონომიკის რეალურ სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში;

მაისი 31 , 2019