"ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ — Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან

სოციალურ მეწარმეობაზე საუბრისას ხშირად გაიჟღერებს მოსაზრება, რომ ის ქველმოქმედებას უნდა ემსახურებოდეს, თუმცა, სინამდვილეში სოციალური საწარმო ბიზნესია საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობით. ასეთი საწარმოები ადამიანებზე ზრუნავენ და სოციუმს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში ეხმარებიან. ერთ-ერთი მწვავე საკითხი, რომელიც ჩვენს რეალობაში განსაკუთრებულად იჩენს თავს, განათლება და დასაქმებაა. ამიტომაც ერთიორად დასაფასებელია ის საწარმოები, რომლებიც სწორედ ამ მიმართულებით პრობლემების მოსაგვარებლად აქტიურად მუშაობენ. სოციალურ მეწარმეებს განათლების ტრანსფორმაცია შეუძლიათ. მათ აქვთ უნარი, აწარმოონ პროდუქტი, შექმნან სერვისი ან ისეთი სივრცე, რომლის დახმარებით ადამიანები გარე სამყაროს შესახებ გაიგებენ მეტს და იპოვიან საკუთარ თავს ახალ დარგებში.

 

სწორედ ამ მიზანს — რეგიონებში განათლების გავრცელებასა და დასაქმების ხელშეწყობას ემსახურება ორი სოციალური საწარმო, რომელიც Social Impact Award 2021-ის ფინალისტებს შორის მოხვდა. „ფარდაგები რაჭიდან“ და „ნიკოს ეზო“ სოფელ ხეთაში რეგიონის მკვიდრებს სრულიად ახლებურ გამოცდილებას და თავგადასავალს ჰპირდება.

 

„ნიკოს ეზო“

„ნიკოს ეზო“ ერთი წელია, სამეგრელოში, ხეთაში ფუნქციონირებს. ის სოფელში ურბანული გამოცდილების გაზიარებას, არაფორმალური განათლების გავრცელებას და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

 

“ყველაფერი მოხალისეობრივად დაიწყო, ხეთაში ჩამოვდიოდით, დროს ვატარებდით. მალე სურვილი გაგვიჩნდა, ახალგაზრდები შეკრებილიყვნენ ჩვენ გარშემო, ჩამოგვეყვანა მეგობრები ქალაქიდან და მათ სრულიად უსასყიდლოდ ცოდნა გაეზიარებინათ ადგილობრივებისთვის”,— გვიყვება ნიცა ბუხნიკაშვილი, პროექტის თანაშემწე.

 

„ნიკოს ეზომ“ დაფინანსების მოპოვებაც შეძლო და არაფორმალური განათლების გავრცელების კუთხით აქტიურად დაიწყო მუშაობა. ახლა მეორე პროექტი მიმდინარეობს — სამეწარმეო მიმართულებით. ისინი აპირებენ, ადგილობრივები გადაამზადონ და ასწავლონ მათ ფოტოგრაფია, ვიდეოგრაფია, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მედია და სხვა დარგები. „ნიკოს ეზოში“ გადამზადებული ადგილობრივები თანასოფლელ ფერმერებს და მცირე თუ დიდ კომპანიებს მოემსახურებიან. სექტემბერ-ოქტომბერში აქვე შეიქმნება ციფრული სააგენტო.

 

“პანდემიის დროს, პროდუქტებისა თუ მომსახურების გაციფრულების ტენდენციას თბილისმა ფეხი კარგად აუწყო, თუმცა რეგიონში ეს ბევრმა მეწარმემ და ფერმერმა ვერ მოახერხა. არადა, კონტენტის შექმნა რეგიონში ძალიან საინტერესოა. როცა ჩვენს ეზოში დროს ვატარებთ, ბევრი იდეა მოგვდის — ბუნებასთან სიახლოვე, აქაური გარემო შთაგონების კარგი წყაროა”, — ამბობს ნიცა.

 

ამიტომაც გადაწყვიტეს, ადგილობრივებისთვისაც გაეცნოთ ციფრული სამყაროს შესაძლებლობები და მათთვის ახალი გზები გაეხსნათ. ავტორები იმედოვნებენ, რომ ზუგდიდისა და მიმდებარე სოფლების გარდა, მალე ბევრ სხვა რეგიონსაც ჩართავენ ამ საქმეში.

 

გუნდში სამნი არიან — ნიცა პროექტის თანაშემწეა, ნიკოლოზ ბაძაღუა — მენეჯერი, ლევან ბაძაღუა კი ადგილობრივი კოორდინატორი. ამ სივრცის შექმნის იდეა კი ოჯახური ტრადიციიდან წამოვიდა. 

 

“ბაბუას ერქვა ნიკო, რომელსაც დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა და ამით იყო  სოფელში ცნობილი. თანასოფლელებმა იცოდნენ, რომ შეეძლოთ მოსულიყვნენ, ლიტერატურა მოეძიათ. ნიკო, მისი მეუღლე და ოჯახის სხვა წევრები პედაგოგები იყვნენ, ცოდნის გაზიარება მათი ტრადიცია იყო და გვინდოდა ეს გზა არ შეწყვეტილიყო”, — გვიამბობს ნიცა.

 

„ნიკოს ეზოს“ დამფუძნებლების მიზანია, არა მარტო ხეთაში, არამედ მიმდებარე სოფლებში მცხოვრებთ ჰქონდეთ განცდა, რომ მათთან ახლოს არის ადგილი, სადაც შეუძლიათ განვითარდნენ, გამოიყენონ ტექნიკა, გაცვალონ ინფორმაცია, გაიფართოონ სანაცნობო წრე. “გვინდა, მათ გაუჩნდეთ მიკუთვნებულობის განცდა „ნიკოს ეზოსთან“, ეს სივრცე ნამდვილად მათია”.

 

მიზნების მიღწევაში „ნიკოს ეზოს“ Social Impact Award-ის ორგანიზატორები ეხმარებიან. ნიცა იმედოვნებს, რომ სოფლად მალე ბევრი გაიგებს ციფრული უნარების უპირატესობების შესახებ და ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვას შეძლებს.

 

„ფარდაგები რაჭიდან“ 

„ფარდაგები რაჭიდან“ ახალგაზრდა ხელოვანის, ანა ჯელაძის სოციალური საწარმოა. საწარმო რაჭაში, ონში გაიხსნება და იმ ადამიანებს უმასპინძლებს და დაასაქმებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ხელსაქმით, ფარდაგების ქსოვით. ისინი აქ, ადგილზე შეისწავლიან ქსოვას და ნამუშევრების გაყიდვასაც შეძლებენ. 

 

“მე ტექსტილის დიზაინს ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიაში და სწავლის დასრულების შემდეგ რაჭაში დავბრუნდი. იქიდან გამომდინარე, რომ აქ არაა დასაქმების ფართო შესაძლებლობები, გადავწყვიტე, თავად შემექმნა სივრცე, რომელიც ერთი მხრივ გააცოცხლებდა და პოპულარიზაციას გაუწევდა ფარდაგების ქსოვის მივიწყებულ ტრადიციას და მეორე მხრივ ადგილობრივებისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენდა”, — ამბობს ანა.

 

ონში დაბრუნების შემდეგ ანამ ადგილობრივ სამხატვრო სკოლაში დაიწყო სწავლება, ბავშვებს ასწავლის ხატვას, კომპოზიციას, ასევე, ხალიჩის, გობელენებისა და ფარდაგების ქსოვას. როდესაც ხალხმა გაიგო, რომ, რომ ხალიჩების ქსოვას ასწავლიდა, უფროსებისგანაც წამოვიდა დაინტერესება. 

 

“ძალიან მინდა ფარდაგებისა და ხალიჩების ქსოვა არა მარტო რაჭაში, არამედ მთელ საქართველოში გახდეს პოპულარული. მინდა ადგილობრივებს ახალი საქმიანობის, პროფესიის წამოწყებაში დავეხმარო, გაუჩნდეთ დამატებითი შემოსავლის წყარო და მხარეს ტურისტული პოტენციალი გაეზარდოს.”

 

ის პროექტს ინდივიდუალურად უძღვება. პირველ რიგში სურს, მოაწყოს სახელოსნო, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს — აქ დაამზადებენ არა მარტო ფარდაგებს, არამედ სხვა პრაქტიკულ ნივთებსაც. “მინდა, რეგიონებიდან მოვიწვიო ადამიანები, გადავამზადო ისინი, გავუზიარო ცოდნა და მათ შემდეგ თავიანთ რეგიონებში განავითარონ ეს მიმართულება. ფარდაგების ქსოვა არც ისე რთულია, თუმცა სჭირდება ბევრი დრო და მუშაობა. ნებისმიერი ადამიანი შეძლებს ნამუშევრის შექმნას.”

 

Social Impact Award-ზე ვორქშოპების გავლის შემდეგ ანა ენთუზიაზმით აივსო და მიხვდა, რომ ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი მიზნების ასრულების გზაზე. “კარგი მოლოდინები მაქვს და მჯერა, რომ თუ მოვინდომებ, ყველაფერი გამომივა. პროექტიც და მისი ორგანიზატორები ამ გზაზე აუცილებლად დამეხმარებიან. პროექტში გამარჯვება ჩემთვის დიდი მიღწევა იქნება. ის ფინანსური თვალსაზრისითაც პირველი ნაბიჯების გადადგმაში დამეხმარება ”, — გვიამბობს ანა.

 

ანა აღნიშნავს, რომ მისი სახელოსნოს კარი ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის იქნება ღია და იმედოვნებს, რომ ის ადგილობრივებს ახალი საქმით დიდ დახმარებას გაუწევს.

 

Social Impact Award ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ის 15-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად, ერთი და იმავე პრინციპით, ათი თვის განმავლობაში მიმდინარეობს და საქართველოში უკვე მეხუთე წელია, იმართება.

 

პროგრამა საქართველოში Tbilisi Impact Hub-ის ორგანიზებით და თიბისის პროგრამა სტარტაპერის მხარდაჭერით მიმდინარეობს, თიბისი ამ პროექტით ხელს უწყობს ბიზნესის მხარდაჭერას განვითარების ადრეულ ეტაპზე. Social Impact Award-ი ასევე ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით. 

 

R

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 

 
 

მსგავსი სიახლეები
ბლოგი

პოლონური სასწაული და „შოკური თერაპია“

პოლონეთის ეკონომიკა მეექვსეა ევროკავშირში და უდიდესია ევროკავშირის ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის წევრთა შორის.

თებერვალი 24 , 2020

"2020-2024 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიში, რომელიც გასულ წელს აფასებს, განსაკუთრებით როგორც არასდროს დღეს რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი:

თებერვალი 13 , 2020

დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის და დაბალი გადასახადების პრინციპებს და მიუხედავად მომსახურების სერვისების პრიორიტეტისა, არის წარმოებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გერმანიის და იაპონიის მსგავსად.

იანვარი 27 , 2020

"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია.

ნოემბერი 19 , 2019

"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლ

მე ამ თემაზე მსჯელობისას სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში.

ნოემბერი 14 , 2019

წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მაშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც.

ოქტომბერი 29 , 2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტუ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში მორიგი ვიზიტი დაასრულა და შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. სსფ-ის ეს მოხსენება რამდენიმე ფაქტორის გამო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

სექტემბერი 19 , 2019

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორ

მათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები.

სექტემბერი 12 , 2019

"ქართულ ოცნებას" უკვე მეორე ფრონტზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ მოუწევს არც თუ იოლი პო

"ორი ფრონტი" კი არა, არამედ ორმაგი ბუნება და შიდა წინააღმდეგობა "ქართული ოცნებისა" :

აგვისტო 29 , 2019

ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!

ნიჰილიზმზე ვწერდი და ზოგი მთხოვს, მაგალითები მოიყვანე, რომ უფრო თვალსჩინო და გასაგები იყოს ამ ტერმინის მნიშვნელობაო.

აგვისტო 15 , 2019

"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"

2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებისას, ბევრი ითქვა და დაიწერა, როგორც ქართულ ისე უცხოურ პრესაში.

აგვისტო 08 , 2019

"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"

ყველაზე ცუდი ისაა, რომ დარგის პატივსაცემი, ან აღიარებული სპეციალისტები, ან მიკერძოებულ განცხადებას აკეთებენ, ან დუმან.

აგვისტო 01 , 2019

"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"

ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული ისტორია, როგორც ჩანს წმინდა საინფორმაციო ომის ტალღაზე გადადის.

აგვისტო 01 , 2019

"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს

2019 წლის ივნისშის წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა.

ივლისი 31 , 2019

"შემაგინე და გესვრი"- პუტინის შურისძიება გინებაზე

ერს არ გვაქვს ცივი გონება, თუ როგორ უნდა გავუმკვლავდეთ საფრთხეებს. ყველაფერი წალეკა პოპულიზმმა და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ.

ივლისი 10 , 2019

"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"

2 ივლისს, ქ. პარიზში "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში ლიდერად დასახელდა.

ივლისი 03 , 2019

"პროპორციული არჩევნებით პოლიტიკა ადგილობრივ კონტექსტს უმეტესწილად დაკარგავს"

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი პროპორციული არჩევნების წინააღმდეგ, რაც გუშინ თუნდაც ფბ-ზე ხშირად და ხაზგასმით აღინიშნა, ის არის, რომ ადგილობრივ კონტექსტს, თუკი სრულიად საქართველოს ერთიანი სიებით იქნება არჩევნები, მთლიანად თუ არა, დიდწილად დაკარგავს ეროვნული პოლიტიკა.

ივნისი 25 , 2019

„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსათვის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (Extended Fund Facility), ფარგლებში მეოთხე მიმოხილვა.

ივნისი 20 , 2019

საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ ბოლო ნომერში ძალზე საინტერსო მასალა გამოქვეყნდა „ჭარვალიანობის“ ზეგავლენაზე მოხმარებაზე და ეკონომიკურ რეცესიაზე, რომელიც განხილულია 2015-2016 წლებში, ბრაზილიის ფინანსური კრიზისის მაგალითზე.

ივნისი 17 , 2019

„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“

მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც მომსახურების სექტორში, ასევე ეკონომიკის რეალურ სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში;

მაისი 31 , 2019