„ბუბლიკების“ გამყიდველობიდან თურქეთის პრეზიდენტობამდე - როგორია რეჯებ თაიფ ერდოღანის ცხოვრება

გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდას“ («Комсомолская правда») 30 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „თურქეთის პრეზიდენტი ბავშვობაში ბლითებს („ბუბლიკებს“) ყიდდა, დღეს კი 1000-ოთახიან სასახლეში ცხოვრობს“, რომელშიც თურქეთის ლიდერის რეჯებ თაიფ ერდოღანის ცხოვრება და მოღვაწეობაა გადმოცემული: ვინ არის იგი, როგორ მოხვდა პოლიტიკურ ოლიმპზე და როგორ გახდა პრეზიდენტი, როგორია მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკა... პუბლიკაციაში ნაჩვენებია შტრიხები მეზობელი ქვეყნის მეთაურის პოლიტიკური პორტრეტისათვის, რომელიც სტრატეგიული პარტნიორია როგორც საქართველოსთვის, ასევე რუსეთისათვის.

 

გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:

 

„რეჯეფ ტაიპ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტია 2014 წლიდან. ამ ხნის განმავლობაში მან ევროკავშირთან ურთიერთობა ჯერ ააწყო, შემდეგ დაანგრია, რამდენჯერმე ააწყო და ასევე იმდენჯერვე გააფუჭა რუსეთთან დამოკიდებულება, დაეხმარა აზერბაიჯანს ომის მოგებაში მთიან ყარაბაღის გამო, გადაიტანა სამხედრო გადატრიალების მცდელობაც... გარდა ამისა, თურქეთის ლიდერის ბიოგრაფია, სანამ იგი სახელმწიფოს ნომერ პირველ პოსტს დაიკავებდა, სავსეა საინტერესო ისტორიებით...

 

ქართველი, თურქი თუ ბერძენი?

 

რეჯეფ ერდოღანის ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, იგი თურქეთის გულში - სტამბოლში დაიბადა, ყასიმფაშას რაიონში, რომელიც კრიმინალით იყო ცნობილი, თუმცა პრეზიდენტის ჭეშმარიტი ეროვნული წარმომავლობის შესახებ დღემდე ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობს.

 

სხვათა შორის, ჭორებს სათავე თვითონ რეჯეფმა დაუდო. მისთვის ხომ არავის უთხოვია ის ეთქვა, რაც მან საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა - „მე ქართველიც ვარ, ჩვენი ოჯახი ქართული წარმომავლობისაა, რომელიც ბათუმიდან რიზეში გადასახლდაო“. თურქეთის ლიდერის ნათქვამზე ექსპერტები გამოცოცხლდნენ - ზოგმა გენეალოგიის ძიება აჭარის სოფლებში დაიწყო, ზოგიერთები კი კვლევებში უფრო შორს წავიდნენ და თქვეს, რომ რეჯეფ ერდოღანის წინაპრები სომხები იყვნენო. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის, რბილად რომ ვთქვათ, არასასიამოვნო ურთიერთობა სუფევს, რეჯეფის სომხად მონათვლა მისთვის დიდი დარტყმა იყო.

 

უფრო სიმართლედ მოჩანს თურქეთის პრეზიდენტის ბერძნული წარმოშობა. მისი მშობლები სტამბოლში ჩავიდნენ რიზეს პროვინციიდან, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, შავი ზღვის ნაპირზე მდებარეობს, იქ კი მე-16 საუკუნიდან მართლმადიდებელი ბერძნები კომპაქტურად ცხოვრობდნენ. ყურადღება მივაქციოთ: ოსმალეთის იმპერიის ძირითადი მოსახლეობა - ოსმალოები (ოსმანები) ისლამმიღებულ ბერძნებს „ბაკატს“ უწოდებდნენ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, რეჯების პაპის პაპას - მსხვილ მიწათმფლობელს - სახელად მემის ბაკატოღლუ ერქვა, რაც „ბაკატის შვილს“ ნიშნავს.

 

თვითონ თურქი ლიდერი უარყოფს მსგავს ვერსიებს და მათ ინსინუაციებისა და კონსპიროლოგიის ნაყოფს უწოდებს: „რა მნიშვნელობა აქვს ჩემი წინაპრები ვინ იყვნენ? მე თვითონ ჭეშმარიტი მუსლიმანი და თურქი ვარ!“, - არაერთხელ განაცხადა რეჯეფ ერდოღანმა.

 

რთული და მძიმე ბავშვობა

 

რაც კარგად არის ცნობილი, ისაა, რომ რეჯეფ ერდოღანმა მწვერვალისაკენ გრძელი გზა გაიარა. მან ხომ ყველაფერი დაბალი დონიდან დაიწყო: მამამისი [ახმატი] სტამბოლში, რიზედან ჩასვლის შემდეგ, თურქეთის სანაპირო დაცვაში მუშაობდა, დედამისი [ტანზილე] კი დიასახლისობდა და ბავშვებს ზრდიდა (რეჯეფს რამდენიმე და-ძმა ჰყავდა). რთული არაა იმის მიხვედრა, რომ ოჯახს ფული ძალიან ჭირდებოდა და „კაპიკებს ითვლიდნენ“. მოგვიანებით, როცა გაიზარდა, რეჯეფს თვითონ გაუჩნდა შემოსავლები: მან ყასიმფაშას კვარტლის ქუჩებში „სიმიტების“ - თურქული ქუნჯუთმოყრილი ბლითების („ბუბლიკების“) გაყიდვა დაიწყო. ცხადია, ბლითების გაყიდვით ფულის მიღება იოლი და უსაფრთხო არ იყო, ირგვლივ ბევრი კრიმინალი და გაიძვერა დადიოდა... არდადეგების დროს რეჯეფი რიზეში მიჰყავდათ ხოლმე ჩაისა და თხილის საკრეფად. სხვათა შორის, თურქეთის პრეზიდენტს დღემდე უყვარს ბლითებითა და ჩაით წასაუზმება.

 

იმამი თუ ფეხბურთელი?

 

რეჯეფ ერდოღანს რამდენიმე გზა ჰქონდა, რომლითაც ცხოვრების მოწყობა შეეძლო. დავიწყოთ იმით, რომ იგი რელიგიურ სკოლაში სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგ იმამი გახდებოდა. ცხადია, რელიგიური სკოლა კლასიკური მედრესე არ იყო, იქ რეჯეფს, რელიგიურთან ერთად, სამოქალაქო საგნებსაც ასწავლიდნენ. თუმცა მომავალი პრეზიდენტი ოთხი წლის განმავლობაში მხოლოდ წიგნებს არ ჩაჰკირკიტებდა, იგი ფეხბურთითაც იყო გატაცებული და მალე თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და მდიდარი საფეხბურთო კლუბის - „ფენერბახჩეს“ ხელმძღვანელობის თვალსაწიერში მოხვდა...

 

მაგრამ თურქმა ამომრჩეველმა მადლობა უნდა უთხრას ახმატს, რეჯეფის მამას: იგი შვილში მომავალ იმამს ხედავდა და როცა ვაჟმა „ფენერბახჩესთან“ დადებული კონტრაქტი აჩვენა, მას ცივად უთხრა - მოეშვი ფეხბურთს, შენი საქმე ეგ არ არისო. რეჯეფს სხვა გზა არ დარჩენოდა, მამის სურვილს დამორჩილდა.

 

თუმცა ეს ლამაზი ისტორია, როგორც ჩანს, თვითონ ერდოღანის მოგონილია: როცა მან თავისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წამოაყენა (2003 წელს) და ამ ისტორიის მოყოლა დაიწყო, მისმა ამხანაგებს გაუკვირდათ - რას ამბობს ეს კაციო და ჟურნალისტებს უთხრეს, რომ არაფერი მსგავსი რამ არ მომხდარა, რა „ფენერბახჩე“, რის კონტრაქტი, რეჯეფი ჩვეულებრივი მოხალისე ფეხბურთელი იყოო. ერდაერთი, რაც მას მოსწონდა, ყურანის კითხვა იყო და მეგობრებსაც ასწავლიდა, რისთვისაც მას თანატოლები „ხოჯას“, ანუ მასწავლებელს ეძახდნენ. ასე იყო თუ ისე, 2003 წელს რეჯეფ ერდოღანმა არჩევნები მოიგო.

 

ულვაშების როლი პოლიტიკაში

 

პრემიერ-მინისტრობამდე კი ახალგაზრდა რეჯეფ ერდოღანი პოლიტიკამ სწრაფად გაიტაცა - იგი გახდა „ეროვნული თანხმობის პარტიის“ ახალგაზრდული უჯრედის თავმჯდომარე სტამბოლის ბაიოღლუს რაიონში, შემდეგ კი სათავეში ჩაუდგა პარტიის ახალგაზრდულ ფრთას სტამბოლის მასშტაბით. პარალელურად თურქეთის მომავალი ლიდერის სტამბოლის სატრანსპორტო ორგანიზაციებში მუშაობდა... მაგრამ 1980 წელს თურქეტში სამხედრო გადატრიალებამ „იგრიალა“, ხელისუფლებაში გენერლები მოვიდნენ, რომლებმაც ქვეყნის სამხედრო ყაზარმად გადაქცევა მოისურვეს.

 

რეჯეფ ერდოღანი იმ დროისთვის თავს უკვე თავისი ცნობილი ულვაშებით იწონებდა. ის მკაცრი სამხედრო პირი, რომელიც „ზემოდან“ რეჯების კომპანიის გასაკონტროლებლად გამოგზავნეს, ვერ იტანდა მსგავს ქცევას და ამიტომ მან რეჯების ულვაში რელიგიურ გადმონაშთად მონათლა (ალბათ, მომავალი პრეზიდენტი წვერ-ულვაშით მართლაც იმამს ჰგავდა) და დაუყონებლივ გაპარსვა მოსთხოვა. რეჯებმა საპარსის ნაცვლად ხელში კალამი აიღო და, სამსახურიდან გათავისუფლების მიზნით, განცხადება დაწერა.

 

როგორც თვითონ ამბობს, სწორედ მაშინ გადაწყვიტა რეჯებმა საკუთარი ცხოვრების პოლიტიკასთან დაკავშირება, რათა თურქი ხალხისთვის მსგავსი შევიწროება თავიდან აეცილებინა. თუმცა იყო მომენტები, როცა იგი კიდევ ერთხელ გახდა „ზეწოლის“ მსხვერპლი: 1994 წელს რეჯეფ ერდოღანი, ისლამური კეთილდღეობის პარტიის ლიდერი, სტამბოლის მერად აირჩიეს, მაგრამ მისი პარტია, კვლავ სამხედროების ჩარევით, აიკრძალა, მერი კი ციხეში აღმოჩნდა. ამბობენ, ბოროტმა ენებმა შეატყობინეს „სადაც ჯერ არს“, რომ სტამბოლის მერი სამხედროებს აქილიკებსო და შედეგმაც არ დააყოვნა - იგი  ათი თვით საკანში ჩაამწყვდიეს, თუმცა ადვოკატის მცდელობით, მან ციხეში მხოლოდ 120 დღე გაატარა.

 

ცოლი-ვეზირი და ოჯახური სასახლე

 

თურქეთში ხმები დადის, რომ რეჯეფ ერდოღანი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად ყოველთვის თავის ცოლს - ემინე გიულბარანს ეთათბირებაო (ისინი 1978 წელს შეუღლდნენ). ემინე ძლიერი ქალია, მორწმუნე მუსლიმანი. იგი ისლამური თავსაბურავით მაშინაც კი დადიოდა, როცა მსგავს ქალებს თურქეთში ეჭვით უყურებდნენ. ემინე დღეს რიგ სოციალურ და საქველმოქმედო ფონდებს ხელმძღვანელობს. სხვათა შორის, მიუხედავად მკაცრი რელიგიურობისა, პრეზიდენტის ცოლი პატრონაჟს უწევდა პროგრამას „გოგონებო, იარეთ სკოლაში“, რომლის წყალობით ორთოდოქსული ოჯახებიდან 300 ათასმა გოგონამ განათლება მიიღო.

 

რეჯეფ ერდოღანის ოჯახი უზარმაზარ სასახლეში ცხოვრობს, რომელსაც ანკარაში არსებული ათა-თურქის ტყე-პარკის 20 ჰექტარი აქვს დაკავებული. ჟურნალისტების თქმით, 2014 წელს აგებული მონუმენტური შენობის კარი გარეშე პირებისათვის იშვიათად იღება. მასში 1000-მდე ოთახია განთავსებული. თურქეთის პრეზიდენტის სასახლის ფართობი უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტის თეთრი სახლის (მას 50-ჯერ აღემატება), ბრიტანეთის დედოფლის ბუკინგემის სასახლის, რუსეთის პრეზიდენტის კრემლის ფართობი. მას მმხოლოდ ნაკოლაე ჩაუშესკუს სასახლეს თუ შევადარებთ. მართალია, ფორმალურად პრეზიდენტის რეზიდენცია პირადად რეჯეფ ერდოღანს არ ეკუთვნის, ის სახელმწიფოსია და, შესაბამისად, თურქეთის მომდევნო პრეზიდენტსაც შეუძლია სასახლის მდიდრული ინტერიერით დატკბობა.

 

წყარო: https://www.kp.ru/daily/28310.3/4450396/

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 

 
 

მსგავსი სიახლეები
ბლოგი

პოლონური სასწაული და „შოკური თერაპია“

პოლონეთის ეკონომიკა მეექვსეა ევროკავშირში და უდიდესია ევროკავშირის ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის წევრთა შორის.

თებერვალი 24 , 2020

"2020-2024 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიში, რომელიც გასულ წელს აფასებს, განსაკუთრებით როგორც არასდროს დღეს რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი:

თებერვალი 13 , 2020

დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის და დაბალი გადასახადების პრინციპებს და მიუხედავად მომსახურების სერვისების პრიორიტეტისა, არის წარმოებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გერმანიის და იაპონიის მსგავსად.

იანვარი 27 , 2020

"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია.

ნოემბერი 19 , 2019

"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლ

მე ამ თემაზე მსჯელობისას სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში.

ნოემბერი 14 , 2019

წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მაშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც.

ოქტომბერი 29 , 2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტუ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში მორიგი ვიზიტი დაასრულა და შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. სსფ-ის ეს მოხსენება რამდენიმე ფაქტორის გამო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

სექტემბერი 19 , 2019

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორ

მათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები.

სექტემბერი 12 , 2019

"ქართულ ოცნებას" უკვე მეორე ფრონტზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ მოუწევს არც თუ იოლი პო

"ორი ფრონტი" კი არა, არამედ ორმაგი ბუნება და შიდა წინააღმდეგობა "ქართული ოცნებისა" :

აგვისტო 29 , 2019

ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!

ნიჰილიზმზე ვწერდი და ზოგი მთხოვს, მაგალითები მოიყვანე, რომ უფრო თვალსჩინო და გასაგები იყოს ამ ტერმინის მნიშვნელობაო.

აგვისტო 15 , 2019

"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"

2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებისას, ბევრი ითქვა და დაიწერა, როგორც ქართულ ისე უცხოურ პრესაში.

აგვისტო 08 , 2019

"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"

ყველაზე ცუდი ისაა, რომ დარგის პატივსაცემი, ან აღიარებული სპეციალისტები, ან მიკერძოებულ განცხადებას აკეთებენ, ან დუმან.

აგვისტო 01 , 2019

"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"

ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული ისტორია, როგორც ჩანს წმინდა საინფორმაციო ომის ტალღაზე გადადის.

აგვისტო 01 , 2019

"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს

2019 წლის ივნისშის წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა.

ივლისი 31 , 2019

"შემაგინე და გესვრი"- პუტინის შურისძიება გინებაზე

ერს არ გვაქვს ცივი გონება, თუ როგორ უნდა გავუმკვლავდეთ საფრთხეებს. ყველაფერი წალეკა პოპულიზმმა და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ.

ივლისი 10 , 2019

"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"

2 ივლისს, ქ. პარიზში "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში ლიდერად დასახელდა.

ივლისი 03 , 2019

"პროპორციული არჩევნებით პოლიტიკა ადგილობრივ კონტექსტს უმეტესწილად დაკარგავს"

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი პროპორციული არჩევნების წინააღმდეგ, რაც გუშინ თუნდაც ფბ-ზე ხშირად და ხაზგასმით აღინიშნა, ის არის, რომ ადგილობრივ კონტექსტს, თუკი სრულიად საქართველოს ერთიანი სიებით იქნება არჩევნები, მთლიანად თუ არა, დიდწილად დაკარგავს ეროვნული პოლიტიკა.

ივნისი 25 , 2019

„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსათვის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (Extended Fund Facility), ფარგლებში მეოთხე მიმოხილვა.

ივნისი 20 , 2019

საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ ბოლო ნომერში ძალზე საინტერსო მასალა გამოქვეყნდა „ჭარვალიანობის“ ზეგავლენაზე მოხმარებაზე და ეკონომიკურ რეცესიაზე, რომელიც განხილულია 2015-2016 წლებში, ბრაზილიის ფინანსური კრიზისის მაგალითზე.

ივნისი 17 , 2019

„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“

მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც მომსახურების სექტორში, ასევე ეკონომიკის რეალურ სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში;

მაისი 31 , 2019