დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

2 აგვისტო წმინდა ილია მართლის ხსენების და საქართველოს პატრიარქის ანგელოზის დღეა 02.08.2021 14:25

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღეს წმინდა ილია მართალს იხსენიებს.

 

„დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ილია მართალს იხსენიებს - დიდ ქართველ მოღვაწეს, მწერალს, ჟურნალისტს, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თავკაცს, „ერის სულიერ მამად“ წოდებულს, რომელიც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ჩვენი თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. ილია ჭავჭავაძე, როგორც წმინდა ილია მართალი, 1987 წელსაა კანონიზებული და ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მას ყოველ 2 აგვისტოს მოიხსენიებს“.

 

დღეს ასევე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ანგელოზის დღეა.

 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს მის უწმინდესობას ანგელოზის დღეს და საქართველოს საკეთილდღეოდ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ