დღე: 28

ღამე: 15

USD 2.7215

EUR 3.2155

ტოკიოს ოლიმპიადის აკრედიტაციის ჩამორთმევა კიდევ რამოდენიმე სპორტსმენს ემუქრება 02.08.2021 17:35

ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც რამოდენიმე სპორტსმენის მიერ კოვიდრეგულაციების დარღვევას და ოლიმპიურ სოფელში სასმელების მიღებას შეეხება. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქვეყანას წარმოადგენენ  სპორტსმენები.
განაწესის დამრღვევებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში აკრედიტაციის გაუქმება და ოლიმპიადის დატოვება ემუქრებათ, ვინაიდან ყველა მონაწილე ოლიმპიადის დაწყებამდე გაფრთხილებული იყო ოლიმპიურ სოფელში ქცევის განსაკუთრებულ მოთხოვნებზე.

ცნობილია, რომ სპორტსმენებს ალკოჰოლის მიღების უფლება მხოლოდ საკუთარ ოთახში შეუძლიათ და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც მარტონი არიან.

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ ოლიმპიური თამაშები  ორ ქართველ ძიუდოისტს, ვაჟა მარგველაშვილს და ლაშა შავდათუაშვილს  დაატოვებინეს, მას შემდეგ რაც კოვიდრეგულაციების გამო შემოღებული შეზღუდვა დაარღვიეს და ოლიმპიური სოფლის ტერიტორია დატოვეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ