დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საშიში სარეველა, რომელიც მძიმე დაავადებს იწვევს, მალე ყვავილობას დაიწყებს 02.08.2021 20:13

თუ ფიქრობთ, რომ ალერგიული დაავადებები მხოლოდ  გაზაფხულზე აქტიურდება, მაშინ თქვენ ცდებით. აგვისტოს მეორე ნახევრიდან ყვავილობას იწყებს ერთ-ერთი ყველაზე ალერგიული მცენარე, ამბროზია, რომელიც უმწვავეს ალერგიას იწვევს და ბრონქოსპაზმის პროვოცირებაც კი შეუძლია.

 

ამ­ბრო­ზია მა­ღა­ლი ალერ­გე­ნო­ბის სა­რე­ვე­ლა მცე­ნა­რეა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლია, რო­გორც აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, კა­ხეთ­ში, ასე­ვე - და­სავ­ლეთ­ში. ამ­ბრო­ზია წარ­მოქ­მნის მტვერს, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა ძა­ლი­ან მცი­რე ზო­მის თვა­ლის­თვის უხი­ლა­ვი მარ­ცვლე­ბის­გან. სწო­რედ ეს მარ­ცვა­ლი შე­იც­ვას დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ალერ­გი­ულ ცი­ლებს, რო­მე­ლიც ალერ­გი­ას იწ­ვევს. მისი ყვა­ვი­ლო­ბის პე­რი­ო­დი აგ­ვის­ტოს მე­ო­რე ნა­ხე­ვრი­დან ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყი­სამ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამ­ბრო­ზი­ის მცე­ნა­რე­უ­ლი მტვრის მარ­ცვლე­ბი გა­და­ი­ტა­ნე­ბა ქა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით, ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან დიდ მან­ძილ­ზეც გავ­რცელ­დეს. ამით აიხ­სნე­ბა ის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ადა­მი­ა­ნებს აწუ­ხებთ ამ­ბრო­ზი­ის ალერ­გია იმ გა­რე­მო­ში, რომდესაც მცენარე მათ უშუ­ა­ლო სი­ახ­ლო­ვე­ში არ იზ­რდე­ბა.

 

მრავ­ლო­ბი­თი ცე­მი­ნე­ბა, სურ­დო, ცხვი­რი­დან გა­მო­ნა­დე­ნი, თვა­ლე­ბის ქა­ვი­ლი, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, სა­სის, ყუ­რის, ცხვი­რის ქა­ვი­ლი, ბრონ­ქოს­პაზ­მი-ეს ამბროზიისგან გამოწვეული სიმპტომების ჩამონათვალია. ალერგია გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მედ ვლინ­დე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ცვა­ლებ­ა­დო­ბის დროს, როცა ძა­ლი­ან მზი­ა­ნი დღეა, ხოლო ღამე - შე­და­რე­ბით გრი­ლი. ალერ­გი­ულ პა­ცი­ენ­ტებ­ზე ქა­რი­ა­ნი ამინ­დი ცუ­დად მოქ­მე­დებს. ამ დროს ამ­ბრო­ზი­ის მტვე­რი უფრო აგ­რე­სი­უ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად ჰა­ერ­ში მისი მეტი კონ­ცენ­ტრა­ცი­აა და ალერ­გი­უ­ლი სიმპტო­მე­ბიც უფრო მძაფ­რია.

 

ამ­ბრო­ზი­ის მი­მართ ალერ­გი­ის დროს სა­სურ­ვე­ლია პა­ცი­ენ­ტი ალერ­გო­ლოგ­თან მი­ვი­დეს ამ­ბრო­ზი­ის ყვა­ვი­ლო­ბამ­დე 10-14 დღით ადრე და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, რად­გან თუ მკურ­ნა­ლო­ბა ამ­ბრო­ზი­ის ყვა­ვი­ლო­ბამ­დე და­ი­წყო, ადა­მი­ა­ნი გა­ცი­ლე­ბით მსუ­ბუ­ქად გა­ივ­ლის ალერ­გი­ულ სე­ზონს, ხოლო ვი­საც პირ­ვე­ლად და­ე­წყო და არ იცის, რომ აქვს ამ მცე­ნა­რის მი­მართ ალერ­გია, მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­მოკ­ვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა.

ავშანფოთლიანი ამბროზიის წინააღმდეგ უნდა გატარდეს კომპლექსური დაცვითი ღონისძიებები:

სავალდებულოა, საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთებისა და ღობის პირების გასწვრივ სარეველის მოთიბვა ყვავილობამდე ან თესლის მომწიფებამდე. უნდა მოხდეს მონათიბის ამოძირკვა, ნარჩენების შეგროვება და დაწვა. მოთიბული მასა გამოუსადეგარია პირუტყვის საკვებად. ამიტომ ის უნდა შეგროვდეს და დაიწვას.

დაუშვებელია სარეველის თესლის ფრინველის საკენკად გამოყენება (რათა ნიადაგში არ დაგროვდეს თესლის მარაგი)! მოუვლელი საკარმიდამო ნაკვეთი საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას (განსაკუთრებით ახალშობილებსა და მოზარდებში დიდია ბრონქიალური ასთმის განვითარების საშიშროება).

სავალდებულოა:

უპატრონო, მიტოვებულ საკარმიდამო ნაკვეთებზე, გზისპირა ზოლების გასწვრივ, დაუმუშავებელ ფართობებზე, ღობის პირებზე სარეველის მცირე კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაცია (მოთიბვა, ამოძირკვა);

თუ სარეველა დაფიქსირდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესებში, მაშინ უნდა მოხდეს სარეველის კერების ლოკალიზაცია (შემოევლოს ხის მესერი ან თხრილი) და ლიკვიდაცია (დაწვა), რათა არ გავრცელდეს მეზობელ ნაკვეთებში.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ