დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

ვადევნებ თვალს კიევსა და თბილისში ერთდროულად განვითარებულ მოვლენებს და იდენტური ფსიქოაშლილობის სურათს ვაწყდები- დავით ქართველიშვილი 02.08.2021 21:29

პარალელურად ვადევნებ თვალს კიევსა და თბილისში ერთდროულად განვითარებულ მოვლენებს და იდენტური ფსიქოაშლილობის სურათს ვაწყდები- წერს ანალიტიკოსი დავით  ქართველიშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე. იგი კიევში ჩატარებულ რეგიონალური განვითარების საბჭოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას ეხმიანება და პარალელს ავლებს თბილისში მიმდინარე მოვლენებთან.

 

„ჩატარდა რეგიონალური განვითარების საბჭოს სხდომა, სადაც სააკაშვილი მიწვეული იყო, როგორც რეფორმების საბჭოს აღმასკომის ხელმძღვანელი. მას შემდეგ, რაც გამოვიდა პრეზიდენტი, პრემიერი, შსს მინისტრი, რეგიონალური განვითარების მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი - მასაც დაუთმეს სიტყვა. მიშას გამოსვლა იყო ძალიან ემოციური და თემას (რაზეც იყვნენ შეკრებილი) აბსოლუტურად აცდენილი და ყოველგვარი კონტექსტიდან ამოვარდნილი.

 

სააკაშვილი ჯერ ჯანდაცვას შეეხო და სფეროს  პრივატიზაციის ინიციატივა წამოწია. შემდეგ, მოულოდნელად, ჯანდაცვიდან - ღვინის წარმოებაზე გადავიდა, თქვა რომ კორუფციაა ამ სფეროშიც, წარმოადგინა საკუთარი, თუ თავისი ნახევარ/ძმის, წარმოებული ღვინო, რეკლამა გაუწია მას, მოუწოდა ყველას - იყიდეთო სუპერმარკეტ "ნოვუსის" ქსელშიო , ამის მერე შევიდა კონფლიქტში რეგულაციების ხელმძღვანელთან, არ აძლევდა მას საშუალებას გამოეხატა თავისი აზრი და ა.შ.

გადაჭარბებული ემოციურობის გამო, სააკაშვილი გამოიყურებოდა ძალზე სასაცილოდ - ხშირად, უადგილოდ და შეცდომით მოიხმარდა უკრაინულ სიტყვებს, რომლებიც შინაარსობრივად აცდენილი იყო თემას და იწვევდა სიცილს დამსწრე საზოგადოებაში. იქვე ცდილობდა თავისი გუნდის წევრის, ცხაკაიას წარმოჩინებას, როგორც ექსპერტის რეფორმების საკითხებში. მოულოდნელად კონფლიქტში შევიდა ციფრული ტექნოლოგიების განვითარების დარგის ხელმძღვანელთან, ცუდი ონლაინ მომსახურების გამო - მასთან ჩხუბის დროს კი ენა ებნეოდა და ამბობდა რაღაც გაუგებარ და სასაცილო სიტყვებს.

სააკაშვილის გამოსვლის დროს, გარდა იმისა, რომ ჯერ უხერხულობის, ხოლო შემდგომ სიცილ/დაცინვის ხასიათზე დააყენა დამსწრე საზოგადოება, შეიმჩნეოდა, რომ მას პრეზიდენტთან პირდაპირი კონტაქტი არა აქვს და ამ გამოსვლაში ცდილობდა ეთქვა ყველაფერი ერთდროულად და არეულად, მაგრამ იმდენად სასაცილოდ და აზრის გარეშე ახერხებდა ამას, რომ ზელენსკიც კი იყო გაოგნებული და ცდილობდა იუმორში გადაეყვანა.

 

პარალელურად ამისა, თბილისში - კიევის პოლიტ/ფსიქიატრიული ინსტიტუტის ფილიალში, ბოლო ღამეების განმავლობაში წერდნენ არარსებული მოსმენების ამსახველ არარსებულ ოპერატიულ დოკუმენტებს, ამაოდ ცდილობდნენ საქართველოში ტურისტული სეზონის ჩაგდებას და 2022 წლის აშშ-ს მიერ ჩვენი ქვეყნისთვის გამოყოფილი ფინანსური სუბსიდირების ეჭვქვეშ დაყენებას. მე მგონი, ერთადერთი რაც რეალურად უჭირავთ ხელში - ეს არის "ფეკალური მასებით" გაჟღენთილი სააკაშვილის ღვინის ბიზნესი კიევში და თბილისში ამ ღვინის ცარიელი ბოთლების მიმღები პუნქტების გახსნა. ჩვენ კი რა გვრჩება - მორიგი ღლიცინი რეალურ სიტუაციაზე, არარსებული სიტუაციების გამოაშკარავება და წინსვლა, იმედია, უკეთესი მომავლისაკენ...“-წერს ანალიტიკოსი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ