დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

თუ არჩევნებზე "ქართული ოცნება" აიღებს 43% და მეტს, ოპოზიცია და მისი სატელიტები აყვირდებიან-ზაალ ანჯაფარიძე 02.08.2021 22:56

IRI -ს ამჟამინდელი გამოკითხვის მთავარი ინტრიგა არის სწორედ ის "26%"  რაც მან "ოცნებას" დაუწერა და ამით გაამყარა ცოტა ხნით ადრე გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს შიდა კვლევებით  "ოცნებამ" 28% მიიღო,-ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე  დღეს გავრცელებულ IRI-კვლევებს.

„რა მოხდება მეორე აქტში? თუ არჩევნებზე "ქ/ოცნება"  აიღებს 43% და მეტს, ოპოზიცია და მისი სატელიტები აყვირდებიან, ორ თვეში როგორ ასწია  26% მქონე პარტიამ ელექტორალური მხარდაჭერა 43%-მდეო. ესე იგი არჩევნები გაყალბდაო.

ისე, ხომ გახსოვთ 2012 წელი? NDI და IRI გამოკითხვები "ნაცმოძრაობას" რომ უპირობო გამარჯვებას უწერდნენ.“-წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ