დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

მესის და "ბარსელონას" გზები გაიყო 05.08.2021 23:58

 ლიონელ მესის და ბარსელონას გზები გაიყო.“ბარსელონამ” ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ მესი “ბარსელონაში” არ რჩება.

 

“მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონამ და მესიმ შეთანხმებას მიაღწიეს და ორივე მხარეს სურვილი ჰქონდა, რომ დღეს ახალი ხელშეკრულება გაეფორმებინათ, ეკონომიკური და სტრუქტურული წინაღობების გამო, რომლებიც ლა ლიგის წესებთანაა დაკავშირებული, დოკუმენტის გაოფიციალურება და კონტრაქტისთვის ხელის მოწერა შეუძლებელია.

 

ამ ვითარების გამო ლიონელ მესი ბარსელონას ღირსებას აღარ დაიცავს. მხარეები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ კლუბისა და ფეხბურთელის სურვილის რეალობად ქცევა არ მოხერხდა.

 

ბარსელონა კლუბის განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო ფეხბურთელს მადლობას მთელი გულით უხდის და მას პირად და კარიერულ ცხოვრებაში ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს” – ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ