დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

სახლში მომზადებული ლიმონათი მოცვით და ლიმნით ზაფხულის ცხელი დღეების გასაგრილებლად 06.08.2021 21:18

სახლში მომზადებული ლიმონათები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცხელ ამინდებში არაჩვეულებრივი არჩევანია და ამიტომ, გიზიარებთ  მარტივ, მაგრამ ძალიან გემრიელ რეცეპტს. სულ რამდენიმე ინგრედიენტი და რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ ამ ძალიან არომატული და გემრიელი სასმელის მოსამზადებლად. ნამდვილად ღირს რომ სცადოთ.

 

პირველ რიგში მოამზადეთ შაქრის მარტივი სიროფი, ამისათვის წყალი (არაგაზირებული), შაქარი და ლიმონის კანი (გათალეთ ფრთხილად, არ შეაყოლოთ თეთრი ნაწილი, გვჭირდება მხოლოდ ცედრა), მოათავსეთ პატარა ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხლზე. განუწყვეტლივ ურიეთ, როცა შაქარი გადნება და სიროფი წამოდუღდება, კვლავ გააჩერეთ ცეცხლზე 2 წთ, შემდეგ კი გადმოდგით და გააციეთ.

 

მოცვი და რეჰანი ცალკე ჭურჭელში კარგად ჩაჭყლიტეთ, ლიმონი გაწურეთ.

 

გაციებული სიროფი, მოცვისა და რეჰანის მასა და ლიმონის წვენი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში, დაასხით მინერალური წყალი და მოურიეთ. შედგით მაცივარში რამდენიმე საათით, რათა გემოები ერთმანეთს შეერიოს და ლიმონათი კარგად გაცივდეს.

 

ძალიან მარტივი, არომატული და გემრიელი ლიმონათი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ