დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ისრაელის ძალებსა და პალესტინელ შეარაღებულ პირებს შორის სროლას ოთხი პირი ემსხვერპლა 16.08.2021 18:57

ისრაელის ძალებსა და პალესტინელ შეიარაღებულ პირებს შორის დასავლეთ სანაპიროზე შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე ოთხი პალესტინელი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reutrers-ი პალესტინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, ინციდენტი ქალაქ ჯენინში მოხდა. ისრაელის პოლიციაში აცხადებენ, რომ პალესტინელებად გადაცმულ სპეცრაზმს დაკავების ოპერაციისას თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს.

 

„საპასუხო ცეცხლის გახსნის შედეგად ტერორისტების ნეიტრალიზება განხორციელდა,“- აცხადებენ ისრაელის პოლიციაში.

 

ჯენინის გუბერნატორის ინფორმაციით, სულ მცირე ოთხი პალესტინელი გარდაიცვალა. ისრაელის პოლიციაში კი აცხადებენ, რომ ორმხრივი სროლის შედეგად ისრაელის მხრიდან არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ