დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ქაბულის აეროპორტში ორი შეიარაღებული მამაკაცი მოკლეს 16.08.2021 19:31

აშშ-ის სამხედრო ძალებმა ქაბულის აეროპორტში ორი შეიარაღებული მამაკაცი მოკლეს, მას შემდეგ, რაც მათ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს - ინფორმაციას CNN შეერთებული შტატების თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

წყაროს ინფორმაციით, მამაკაცები შეიარაღებულნი იყვნენ, თუმცა ვერ დასტურდება, იყვნენ თუ არა ისინი "თალიბანის" წარმომადგენლები. ამჟამად მომხდარს ამერიკული მხარე ცალკეულ ინციდენტად განიხილავს.

 

ამასთან,  როგორც CNN წერს, სროლისას კიდევ ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა აეროპორტში სხვა ინციდენტის დროს, თუმცა გარემოებები  ამ შემთხვევაშიც უცნობია.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ