დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ფულის შოვნა სიზარმაცით 23.08.2021 23:17

მონტენეგროს სოფელ ბრეზნაში, სიზარმაცის ჩემპიონატის, საიუბილეო, მეათე სეზონი დაიწყო. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა kodex.me ავრცელებს.

 

 ჩემპიონატი ყველა მსურველისთვის ღიაა - მონაწილეობა არამხოლოდ ადგილობრივებს, არამედ სხვა ქვეყნის მაცხოვრებლებსაც შეუძლიათ.

წესების თანახმად, მონაწილეები ერთდროულად უნდა დაწვნენ და რაც შეიძლება დიდი ხანი არ ადგნენ. მათ შეუძლიათ, ჭამონ, დალიონ, იკითხონ, მაგრამ არ უნდა წამოდგნენ. საპირფარეშოში გასვლის უფლება მხოლოდ 8 საათში ერთხელ აქვთ.

გამარჯვებულს 300 ევრო გადაეცემა. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, "მონაწილეებს ფულის გამომუშავება ყველაზე იაფიანი ხერხით შეუძლიათ."

მედიის ცნობით, 2018 წელს შეჯიბრზე რეკორდი დამყარდა. სამ მონაწილემ 49 საათიანი წოლის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ ყველაზე ზარმაცი ადამიანის ტიტული გაენაწილებინათ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ