დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ზამბიაში მღვდელმა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის გამეორება სცადა და დაიღუპა 24.08.2021 23:31

ზამბიაში მღვდელმა გადაწყვიტა, რომ იესო ქრისტესავით მკვდრეთით აღდგებოდა. სამწუხაროდ, მანამ იდეის განხორციელება  სცადა და დაიღუპა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, 22 წლის ჯეიმს საკარამ თავის მიმდევრებს საკუთარი თავი ცოცხლად დაამარხვინა. ის მრევლს არწმუნებდა, რომ სამი დღის შემდეგ გაცოცხლდებოდა. მის თხოვნას სამი კაცი გამოეხმაურა. ისინი მღვდელს საფლავის გათხრაში დაეხმარნენ, ხელები შეუკრეს და დამარხეს.

 

სამი დღის შემდეგ მათ საფლავი გათხარეს და საკარას ცხედარი აღმოაჩინეს. ერთ-ერთი მათგანი პოლიციას ჩაბარდა, დანარჩენებს კი პოლიცია ამ დრომდე ეძებს. მედიის ცნობით, ჯეიმს საკარას ორსული ცოლი დარჩა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ