დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

გოგრის კრემ-სუპი ზაფხულის ცხელ დღეებს განსაკუთრებით უხდება 24.08.2021 22:39

ზაფხულში წვნიანები განსაკუთრებით სასიამოვნოა,თანაც ისეთი მარტივად მოსამზადებლი, როგორიც გოგრის კრემ-სუპია. დაგჭირდებათ:

გარჩეული გოგრა - 350 გრ.

ნაღები ან რძე - 2 ჭიქა

კარაქი - 1-2 ს.კ

ხახვი - 1 თავი

წითელი წიწაკა დაფქული და მარილი - გემოვნებით

გოგრის თესლი, მოხალული

 

გოგრა კუბებად დაჭერით, დაასხით წყალი დაფარვამდე და მოხარშეთ. ხახვი დაჭერით წვრილად და მოთუშეთ კარაქთან ერთად. დარბილებულ გოგრას დაამატეთ მოთუშული ხახვი, ნაღები ან რძე, მარილი, წიწაკა და ბლენდერში დააქუცმაცეთ. თუ მასა სქელია, გაათხელეთ ადუღებული წყლით და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ. მოსართავად გამოიყენეთ გოგრის თესლის მოხალული გულები და არაჟანი, სურვილისამებრ. გემრიელად მიირთვით.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ