დღე: 30

ღამე: 19

USD 2.7174

EUR 3.1875

პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა 25.08.2021 14:25

ქართველმა პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. თიბილაშვილი ფინალურ ეტაპზე ჩინელ მეტოქე ბიან ძინთან ანგარიშით 7:15 დამარცხადა.

 

მანამდე კი ძირითად ბადეში ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც იტალიელ ლორედანა ტრიგილიას 15:9 სძლია. მეოთხედფინალში თიბილაშვილმა უკრაინელი ნატალია მორკვიჩი 15:13 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ასევე უკრაინელი ევჰენია ბრეუსი 15:12 დაამარცხა.

 

ეს საქართველოს დელეგაციის მიერ პირველი მედალია. ტოკიოს პარალიმპიურ თამაშები გუშინ დაიწყო, საქართველო 14 პარასპორტსმენით, სპორტის 6 სახეობაშია წარმოდგენილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ