დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ლოს-ანჯელესში პოეტ დათო მაღრაძის რიგით მეორე წიგნი, პოემა - „ბარაქიანი მიწა” გამოვიდა 25.08.2021 23:08

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს-ანჯელესში გამომცემლობა Rare Bird Books დახმარებით პოეტ დათო მაღრაძის რიგით მეორე წიგნი, პოემა - „ბარაქიანი მიწა” გამოვიდა.

 

დათო მაღრაძის ნაშრომი ,,ბარაქიანი მიწა” „ამაზონის“ საიტზეა განთავსებული შემდეგი ანოტაციით: ,,დათო მაღრაძე აერთიანებს რა, პოეტურ სიტყვას მეტაფიზიკურ არტერიასთან, ის ატარებს მას მრავალშრიან ენობრივ რეგისტრში. პოეტი მიმართავს, როგორც ჩვენს შეგრძნებებს, ასევე ჩვენს ინდივიდუალურ და კოლექტიურ მეხსიერებას. ციტატები ელიოტის „ბერწი მიწიდან“ და მალერის ნაწარმოებიდან „სიმღერა მიწაზე“, გადაფარულია ბერწი მიწის - ბარაქიან მიწად გარდაქმნის პოეტური, პოლიტიკური და კოსმიური იმედით. ამ ტექსტუალური და ეგზისტენციალური ტრანსფორმაციის ბოლოს გადაიშლება ბარაქიანი მიწა, რომელიც ხელახლა შედის ჰარმონიაში სიცოცხლესთან, მატერიის ფორმებთან და სულიერებასთან, წმინდასთან და თავისუფალთან“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ