დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

კიევში უკრაინულ ბორშჩს ძეგლს დაუდგამენ 09.09.2021 19:32

კიევში გადაწყვიტეს უკრაინულ ბორშჩს ძეგლი დაუდგან. ამის შესახებ ქალაქის მერიის საიტი იუწყება.

 

ქალაქის ხელმძღვანელობა მოქალაქეებს სთავაზობს თავად შეარჩიონ ადგილი, სადაც ძეგლი დაიდგმება. 

 

მერიაში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ნაციონალური კერძის უკვდავყოფას  და გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას.

 

კიეველები საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას ერთი კვირის მანძილზე შეძლებენ.

 

ინიციატივის ავტორი უკრაინელი შეფ მზარეული ევგენი კლოპოტენკოა. მისი თქმით, ეს იდეა უკვე დიდი ხანია აქვს და ბორშჩი უკრაინელების კულტურული მემკვიდრეობაა, რითაც უნდა იამაყონ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ