დღე: 19

ღამე: 14

USD 2.7195

EUR 3.209

მეგის ქარდავას შენც უკან მოჰყვები სააკაშვილო!-თამთა მეგრელიშვილი 11.09.2021 14:48

იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის 2012 წლის განკარგულებას აზიარებს, რომლითაც მეგის ქარდავა პრეზიდენტმა სამსახურეობრივი მოვალების კეთილსინდისიერად შესრულებისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

 

იურისტი წერს, რომ კანონი კანონობს საქართველოში და მალე, მეგის ქარდავას ექსტრადიციას  სააკაშვილისაც მოჰყვება.

 

"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში დააკავეს. 

 

ის ბრალდებულია ელბერდ კობერიძის

(წამება ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ)

 

სერგო თეთრაძის (დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მითვისება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით)

რომან დუმბაძის (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად და შეკვეთით)

და სხვათა საქმეებში.

 

კანონი კანონობს და ყველას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს

 

რომელმაც, სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისათვის ორჯერ ღირსების ორდენით დააჯილდოვა მეგის ქარდავა და დღეს აცხადებს, რომ ის მას არ იცნობს მალე მოეთხოვება პასუხი მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის.

 

მეგის ქარდავას შენც უკან მოჰყვები სააკაშვილო!

 

თან მალე, ძალიან მალე! - წერს თამთა მეგრელიშვილი.


უკრაინაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავა დააკავეს. მიმდინარეობს მისი ექსტრადირების პროცესი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ