დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რუსების მთავარმა პოლიტტექნოლოგმა სურკოვმა თავისი უკანასკნელი კოზირი გაახმოვანა-ვაჟა შუბითიძე 11.09.2021 21:33

რუსების მთავარმა პოლიტტექნოლოგმა სურკოვმა თავისი უკანასკნელი კოზირი გაახმოვანა- ესაა სააკაშვილის ჩამოყვანა და ქვეყნის საბოლოო არევა სამოქალაქო დაპირისპირების ჩათვლით- წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პოლიტიკური ექსპერტი ვაჟა შუბითიძე. მისი აზრით, რუსეთს საქმე რევოლუციამდე ვეღარ მიყავთ, რადგან ამაში აშშ უშლის ხელს, რომელმაც აქამდე სხვა არეულობების მცდელობებიც ჩაუშალათ.

 

"რუსებს საქართველოში სიტუაციის კიდევ უფრო არევის თემატური კრიზისი შეექმნათ- საქმე რევოლუციამდე ვეღარ მიჰყავთ მიუხედავად იმისა, რომ სიტუაციას საკმაოდ აკონტროლებენ საქართველოში. საბოლოო წარმატების მიღწევაში მათი მთავარი ხელისშემშლელია აშშ, რომელმაც 2018 წლიდან რუსებს აქ ყველა პროექტი ჩაუშალა(ვაშაძის გაპრეზიდენტება, პანკისი, 20 ივნისის გადატრიალების მცდელობა, რევოლუციური სცენარები 2020-21 წლებში, არჩევნებში ნაც-ოპოზიციის გამარჯვების მცდელობა ფულით და გაყალბებით, დმანისის ამბები, გახარიას მოყვანის მცდელობა ხელისუფლებაში და სხვ.).

 

რუსების მთავარმა პოლიტტექნოლოგმა სურკოვმა(ვარდების რევოლუციის პროექტის და ზემოხსენებული პროექტების ავტორმა, მისი მოგონილია ტერმინები ლიბერასტი, კოვიდფაშიზმი და ა.შ.)), მას შემდეგ, რაც 2021 წელს ამოწურა ყველა მცდელობა- ნამოხვანის თემა, ელჯიპიტი, კოვიდფაშიზმი, ვასაძის და ანტივაქსერების გააქტიურება- თავისი უკანასკნელი კოზირი გაახმოვანა- ესაა სააკაშვილის ჩამოყვანა და ქვეყნის საბოლოო არევა სამოქალაქო დაპირისპირების ჩათვლით, თუმცა აქ უკვე სერიოზული პრობლემებია. პირველ რიგში, სააკაშვილის ჩამოყვანა საგარეო აქტორებიდან არ უნდა აშშ-ს, რომელიც მას კარგა ხანია, რაც ბლოკავს.

 

სააკაშვილის ჩამოსვლა არ უნდა მოსახლეობის უმრავლესობას, პარტიების უმრავლესობას, არც ძველ და არც ახალ ნაციონალებს მელიას თამადობით(ვის უნდა გიჟი და დიქტატორი პარტიაში, რომელიც მათზე კომპრომატებს ფლობს)რამდენიმე ფანატიკოსის გარდა. მაშინ რა აზრი აქვს მის ჩამოსვლას? ის აზრი აქვს, რომ ოცნებას, ნაცებს და გახარიას ძალიან გაუჭირდება წარმატების მიღწევა როგორც თვითმმართველობის, ასევე მოსალოდნელ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე შეიძლება გაიმართოს.

 

საარჩევნო კამპანია ძალიან დუნედ მიმდინარეობს, უინტერესოდ და ასე თუ გაგრძელდა, ზემონახსენებ ძალებს გაუჭირდება წარმატების მიღწევა. მდგომარეობა ისტერიამდე უნდა მივიდეს და დაიძაბოს, რომ ეს მოხდეს- ამიტომ უნდათ სააკაშვილის "ჩამოყვანა" რუსებს. სააკაშვილს ციხეში ჯდომა არ შეუძლია, ამიტომ ბრმად არ გარისკავს და გარანტიების გარეშე არ ჩამოვა. დიდი ალბათობით ეს იქნება სპექტაკლი არჩევნების ბოლო ორ დღეს, რომ კორონასგან მისავათებული ხალხი დაძაბონ და გააგიჟონ -საარჩევნო უბნების დახურვამდე გაგრძელდება ეს ცირკი და მერე იტყვიან, რომ ოცნებამ არ შემოუშვა მიშა და უკან გააბრუნა თურქეთის საზღვრიდან.

 

რუსები ყველა ვარიანტში წაგებულნი არ დარჩებიან- თუ რევოლუცია და სამოქალაქო დაპირისპირება არ გამოუვათ, მათ დასუსტებული და დემორალიზებული ოცნების მორიგი გამარჯვება მაინც აწყობთ, რათა ახალი წლიდან ახალი პროექტები მოიფიქრონ და დროებითი ამოსუნთქვის საშუალება მიეცეთ. მოსახლეობამ მშვიდად უნდა შეხედოს ამ პოლიტსპექტაკლებს და პანიკაში არ უნდა ჩავარდეს- აშშ არ დაუშვებს აქ არც რევოლუციას და არც სამოქალაქო დაპირისპირებას, მაგრამ ხელს შეუწყობს ახალი, რეალურად პროდასავლური ძალების გამოსვლას პოლიტასპარეზზე, რომლებმაც უნდა ჩაანაცვლონ "გუშინდელნი"..."-წერს ვაჟა შუბითიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ