მიმაჩნია, რომ ჩვენ თავისებურ კულმინაციურ წერტილს ვუახლოვდებით-გიორგი ცუცქირიძე

 

მიხეილ სააკაშვილის გააქტიურება, რომ სიტუაციის ესკალაციას ემსახურება ისედაც ცხადია. ადგილობრივი არჩევნების რეფერენდუმად მონათვლაც ამ სცენარის ნაწილია- წერს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში. მისი აზრით, ოპოზიციას ერთადერთ სცენარად, როგორც გასული საპარლამენტო არჩევნებზე, ისევ რევოლუციური სიტუაციის გათამაშება რჩება და სააკაშვილის გააქტიურებაც ამის ნიშანია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მისი აქ ჩამოსვლის არ სჯერა, ხოლო ოპოზიციის ნაწილს არ უნდა, სააკაშვილი ამჯერად ამ ავანტიურაზე შეიძლება წავიდეს კიდეც.

 

"მიხეილ სააკაშვილის გააქტიურება, რომ სიტუაციის ესკალაციას ემსახურება ისედაც ცხადია. ადგილობრივი არჩევნების რეფერენდუმად მონათვლაც ამ სცენარის ნაწილია. რეალურად ვადამდელი შეიძლება დაინიშნოს ერთადერთ შემთხვევაში თუ გაერთიანებული ოპოზიცია, პირობითად ნაციონალური მოძრაობა საფანჩატურეთად წოდებულ პილიტჯგუფებთან ერთად, მოიგებს დიდი ქალაქების უმრავლესობას და პირველ რიგში თბილისს, რაც პარტიული პროცენტული შეჯამებითაც, "ოცნებას" ლამის "საკრალური 43" პროცენტის დაბლა დაწევს.

 

ბუნებრივია, სწორედ ასეთი დაბალი ლეგიტიმაცია შეიძლება გახდეს, პოლიტიკური კრიზისის საფუძველიც, რაც სიტუაციას ვადამდელ არჩევნებამდე მიიყვანს. მაგრამ, არსებული მოცემულობით, და იმ აქტივობით რასაც ოპოზიცია ეწევა, ეს ამოცანა არა თუ ძნელად მისაღწევი, არამედ თეორიულადაც კი შეუძლებელია. წარმოუდგენელია, კოვიდპანდემიური ეკონომიკის პირობებში, ხელისუფლების ალტერნატიული მოკლე და საშუალოვადიანი პროგრამების შეთავაზების გარეშე, მხოლოდ დამოუკიდებლობის დაკარგვის ეგზისტენციალური საფრთხის მოტივით, და ისიც პარტიული ტელევიზიებიდან დადგმული მოდელირებული ქრონიკებიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი ამაზე წავიდეს.

 

ან რატომ უნდა დაუჯეროს მოსახლეობამ, ამ ადამიანებს, რომლებიც სწორედ ეგზისტენციურ საფრთხეს უქმნიდენ ქვეყანას თავად, გამსახურდიას ეროვნული მთავრობის დამხობიდან დღემდე და რუსეთის ინტერესებსაც ღიად თუ ფარულად ატარებდენ?!

 

აქედან გამომდინარე, ერთადერთ სცენარად, როგორც გასული საპარლამენტო არჩევნებზე, ისევ რევოლუციური სიტუაციის გათამაშება რჩებათ და სააკაშვილის გააქტიურებაც ამის ნიშანია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მისი აქ ჩამოსვლის არ ჯერა, ხოლო ოპოზიციის ნაწილს არ უნდა, სააკაშვილი ამჯერად ამ ავანტიურაზე შეიძლება წავიდეს კიდეც. დარწმუნებული ვარ, მას სულ მინიმუმ ქვეყანაში შემოსვლის მცდელობა ნამდვილად ექნება, და უკიდურეს შემთხვევაში დაკავებაზეც შეიძლება წავიდეს, რევოლუციური მუხტის ასაწევად.

 

დღეს შექმნილ რთულ გეოპოლიტიკურ პასეანსში, დასავლეთის ინტერესში არც რევოლუციური სცენარი, არეულობით და ქაოსით და არც სააკაშვილის პოლიტპატიმრად გადაქცევა არ უნდა შედიოდეს. თუმცა, ეს ინტერესი გარდა რუსეთისა, იგივე დასავლეთის ცალკეულ ჯგუფებს შეიძლება ჰქონდეთ, და ბუნებრივია, სააკაშვილი ამ გარანტიებით ჩამოსვლას შეეცდება. მთელი ოპოზიციის მზარდამჭერი მედიაც, შეკვეთილი კვლევებით თუ წინასწარ შემზადებით "არჩევნების გაყალბებაზე" ამ ამოცანის გადაწყვეტას ემსახურება.

 

მიმაჩნია, რომ ჩვენ თავისებურ კულმინაციურ წერტილს ვუახლოვდებით. ბოლო ორი წელია, 20 ივლისიდან მოყოლებული ერთმანეთის გადაბმულადაც კი ვიხილეთ, ქუჩის აქცია-პერფომანსები, ანტიჰესური მოძრაობა, ლგბტ პრაიდის აშკარა პროვოკაცია, ობსტრუქციაში გადასული საპარლამენტო ბოიკოტი, თუ ოპოზიციის ნაწილის დესტრუქციის ფონზე, ანტივაქსერების მეტად საეჭვოდ გააქტიურება იმუნიზაციის პროცესის ხელშესაშლელად, რაც ხელისუფლების ინტერესში საერთოდ არ შედიოდა.

 

კვანძი გასახსნელია, და მისი გახსნაც შორს აღარ არის, მიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა, 2 ოქტომბერი გამოსვლების და ქუჩის აქციების თარიღად აქციოს.

 

იმედია, მმართველი პარტია "ქართული ოცნება" და მთლიანად ქართული საზოგადოება კარგად აცნობიერებს ამ საფრთხეებს და არ დაუშვებს ქართული სახელმწიფოს ქაოსში გადაჩეხვას!"-წერს გიორგი ცუცქირიძე.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 

 
 

მსგავსი სიახლეები
ბლოგი

პოლონური სასწაული და „შოკური თერაპია“

პოლონეთის ეკონომიკა მეექვსეა ევროკავშირში და უდიდესია ევროკავშირის ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის წევრთა შორის.

თებერვალი 24 , 2020

"2020-2024 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიში, რომელიც გასულ წელს აფასებს, განსაკუთრებით როგორც არასდროს დღეს რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი:

თებერვალი 13 , 2020

დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის და დაბალი გადასახადების პრინციპებს და მიუხედავად მომსახურების სერვისების პრიორიტეტისა, არის წარმოებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გერმანიის და იაპონიის მსგავსად.

იანვარი 27 , 2020

"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია.

ნოემბერი 19 , 2019

"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლ

მე ამ თემაზე მსჯელობისას სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში.

ნოემბერი 14 , 2019

წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მაშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც.

ოქტომბერი 29 , 2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტუ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში მორიგი ვიზიტი დაასრულა და შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. სსფ-ის ეს მოხსენება რამდენიმე ფაქტორის გამო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

სექტემბერი 19 , 2019

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორ

მათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები.

სექტემბერი 12 , 2019

"ქართულ ოცნებას" უკვე მეორე ფრონტზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ მოუწევს არც თუ იოლი პო

"ორი ფრონტი" კი არა, არამედ ორმაგი ბუნება და შიდა წინააღმდეგობა "ქართული ოცნებისა" :

აგვისტო 29 , 2019

ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!

ნიჰილიზმზე ვწერდი და ზოგი მთხოვს, მაგალითები მოიყვანე, რომ უფრო თვალსჩინო და გასაგები იყოს ამ ტერმინის მნიშვნელობაო.

აგვისტო 15 , 2019

"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"

2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებისას, ბევრი ითქვა და დაიწერა, როგორც ქართულ ისე უცხოურ პრესაში.

აგვისტო 08 , 2019

"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"

ყველაზე ცუდი ისაა, რომ დარგის პატივსაცემი, ან აღიარებული სპეციალისტები, ან მიკერძოებულ განცხადებას აკეთებენ, ან დუმან.

აგვისტო 01 , 2019

"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"

ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული ისტორია, როგორც ჩანს წმინდა საინფორმაციო ომის ტალღაზე გადადის.

აგვისტო 01 , 2019

"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს

2019 წლის ივნისშის წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა.

ივლისი 31 , 2019

"შემაგინე და გესვრი"- პუტინის შურისძიება გინებაზე

ერს არ გვაქვს ცივი გონება, თუ როგორ უნდა გავუმკვლავდეთ საფრთხეებს. ყველაფერი წალეკა პოპულიზმმა და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ.

ივლისი 10 , 2019

"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"

2 ივლისს, ქ. პარიზში "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში ლიდერად დასახელდა.

ივლისი 03 , 2019

"პროპორციული არჩევნებით პოლიტიკა ადგილობრივ კონტექსტს უმეტესწილად დაკარგავს"

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი პროპორციული არჩევნების წინააღმდეგ, რაც გუშინ თუნდაც ფბ-ზე ხშირად და ხაზგასმით აღინიშნა, ის არის, რომ ადგილობრივ კონტექსტს, თუკი სრულიად საქართველოს ერთიანი სიებით იქნება არჩევნები, მთლიანად თუ არა, დიდწილად დაკარგავს ეროვნული პოლიტიკა.

ივნისი 25 , 2019

„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსათვის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (Extended Fund Facility), ფარგლებში მეოთხე მიმოხილვა.

ივნისი 20 , 2019

საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ ბოლო ნომერში ძალზე საინტერსო მასალა გამოქვეყნდა „ჭარვალიანობის“ ზეგავლენაზე მოხმარებაზე და ეკონომიკურ რეცესიაზე, რომელიც განხილულია 2015-2016 წლებში, ბრაზილიის ფინანსური კრიზისის მაგალითზე.

ივნისი 17 , 2019

„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“

მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც მომსახურების სექტორში, ასევე ეკონომიკის რეალურ სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში;

მაისი 31 , 2019