დღე: 20

ღამე: 9

USD 2.8286

EUR 2.7618

სრული საფასურის გადანაწილება 4 წლამდე შიდა უპროცენტო განვადებით - „ტერასა გლდანი გრინ თაუერსის“ სპეციალური შეთავაზება 14.09.2021 16:59

სრული საფასურის გადანაწილება 4 წლამდე შიდა უპროცენტო განვადებით - „ტერასა გლდანი გრინ თაუერსს“ 30 სექტემბრამდე ბინებზე სპეციალური შეთავაზება აქვს.

 

აქციით სარგებლობა პროექტში დარჩენილი ნებისმიერი ფართობის ბინებზეა შესაძლებელი. პროექტი ოპტიმალური დაგეგმარებით გამოირჩევა და წარმოდგენილია ბინები, როგორც 68 კვ/მ ორი საძინებლით, ისე 53 კვ/მ ერთი საძინებლითა და სხვა თქვენზე მორგებული ფართობითა და დაგეგმარებით.

 

პროექტის უპირატესობას სამშენებლო მასალები წარმოადგენს, რომელიც ხმისა და თბოიზოლაციას უზრუნველყოფს. იზობლოკით აშენებული კორპუსის მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, კომუნალური ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი დაზოგონ და ხელსაყრელ ადგილას მყუდრო ბინაში იცხოვრონ. პროექტი გლდანის გამგეობის მიმდებარედ ხორციელდება და ის, როგორც ახმეტელის, ისე სარაჯიშვილის მეტროსთან ახლოს მდებარეობს.

 

 

საცხოვრებელი კორპუსის სახურავი გამწვანებულია, საიდანაც მთელი თბილისის პანორამული ხედები იშლება. პროექტის დასრულების შემდეგ, ტერასაზე საბავშვო გასართობი სივრცე და ბილიკები მოეწყობა, დაირგვება მცენარეები და განთავსდება დასასვენებელი ადგილები.

 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, „ტერასა ჯგუფს“ საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვონ და კომპანიის წარმომადგენლები დამატებით დეტალებს პირადად გააცნობენ.

 

 

 

R

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ