დღე: 36

ღამე: 21

USD 2.716

EUR 3.1753

დღეს პირველი ქართველი მებაღის, მცხეთელი მიხეილ მამულაშვილის დაბადების დღეა. 14.09.2021 21:25

დღეს, 14 სექტემბერს, პირველი ქართველი მებაღის, მცხეთელი მიხეილ მამულაშვილის დაბადების დღეა.

 

დაიბადა 1873 წლის 14 სექტემბერს.
გარდაიცვალა 1973 წლის 6 იანვარს.

1890-1898 წლებში მუშაობდა კავკასიის მეფისნაცვლის ბაღში.
1907 წელს ილია წინამძღვრიშვილის ინიციატივით თბილისში გახსნა ყვავილების სალონი.

 

 

 

 

 "ოცი წლის იქნებოდა, თამამშევის ქარვასლაში საყვავილე მაღაზია გამართა, მცხეთის ბაღში მოყვანილი ყვავილებისაგან დამზადებულ გვირგვინებს, კალათებს და გირლიანდებს სთავაზობდა მაშინდელ თბილისელებს.

 

ძალიან მალე გაითქვა სახელი და მისი ნაშრომით აღტაცებული, მადლიერი მუშტრების რიგი არ წყდებოდა სახელოსნოსთან.

 

ყოველი წლის 3 ოქტომბერს მასთან მოდიოდა ქალაქელი წარჩინებული ადამიანი, ცეცხლისფერი ქრიზანთემებით სავსე უშველებელ კალათს უკვეთავდა და გზავნიდა საყვარელი მეუღლისთვის სადაბადებისდღეოდ. ერთხელაც ბატონი ხსენებულ დღეს არ მობრძანებულა. გაუკითხავთ და გაურკვევიათ, რომ გარდაცვლილა. იმ წუთას დაუმზადებიათ და მას შემდეგ ბევრი წელი უცნობი ქალბატონი ყოველ 3 ოქტომბერს იღებდა საჩუქრად დიდ კალათს ცეცხლისფერი ქრიზანთემებით' უწინდებურად ბარათით " შენი მეუღლისაგან"..

 

მისი გული და გონება სულ მცენარეებს დასტრიალებდა, ძალიან კეთილი კაცი და ღირსეული პიროვნება იყო. თუნდაც ის რად ღირს, რომ თეკლა ბატონიშვილის ნაქონი „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი შეისყიდა და სახელმწიფოს გადასცა. თუმცა, იმ დროს უჭირდა და თანხის ნაწილი ისესხა თურმე. მიხეილს თბილისში, თამამშევის ქარვასლის ერთ ოთახში ყვავილების მაღაზია „სოლეიდორი“ ჰქონდა, იქ მოურავს უნახავს გასაყიდად გამოტანილი ძვირფასი ხელნაწერი.

 

 მიხეილ მამულაშვილი ილიას თანამედროვე იყო. მათ მეგობრობა აკავშირებდა. ილია საგურამოში ისე არ წავიდოდა, მცხეთაში მიშასთან რომ არ შეევლო... ილიას მკვლელობის მეორე დღეს თბილისიდან დელეგაცია გაემართა, რომ წიწამურში მკვლელობის ადგილი მოენახულებინა. რომ მივიდნენ, იქაურობა სულ იებით დახვდათ მორთული ანუ სხვა რომ ვიშვიშებდა ამ ტრაგედიის გამო და თავში ხელს იცემდა, მამულაშვილმა ილიას მკვლელობის ადგილი იებით მორთო; სისხლიანი მიწა ყვავილებით დაფარა. საგურამოს ბაღიც მიშას მიერ იყო გაკეთებული... ასეთი ფაქტიც არსებობს, ილიას მკვლელობის შემდეგ უთხრეს, - ნუღარ შეწუხდებით, ბაღის მოვლას ნუ განაგრძობთ, ვინაიდან ილია იყო თქვენი დამკვეთიო (როგორც აღმოჩნდა, იმის საშუალება აღარ იყო, რომ მწერლის ბაღისთვის მიშას მოევლო), მაგრამ მიშას უთქვამს, - სანამ მიხეილ მამულაშვილს პირში სული უდგას, ამ ბაღს ჩემი ხელი და ყვავილი არ მოაკლდებაო. უანგაროდ, ბევრი წელი, უვლიდა ბაღს. ილიაობას სარქველის ქვას გამოიტანდა ხოლმე, რაზეც ასეთ ამბავს ჰყვებიან: მიშას ქვევრის სარქველი მოსწონებია. ეს რომ ილიას უგრძნია, უთქვამს, - მიჩუქნიაო. სარქველი სიპი ქვისგან ყოფილა გათლილი. ერთ-ერთ მოგონებაში მამულაშვილი წერს: "სიხარულით ვიყავი სავსე, რომ ილიამ ჩემი შეხარბება შეიტყო და ამ ქვებით დამასაჩუქრა... ისე გამოვიტანე საგურამოდან მცხეთაში და მტკვარზე ისე გადმოვედი, სარქველის 2 ქვის სიმძიმე მხოლოდ კართან მოსულმა ვიგრძენი". არსებობს ასეთი ჩანაწერიც: "ყოველ ილიაობას ტრადიციასავით ჰქონდა, სარქველის ქვას გამოიტანდა და ბაღში, როგორც მაგიდას, ისე იყენებდა. მის ზედაპირზე ხელადით ღვინოს, თიხის ჯამებს აწყობდა და ყველა მომსვლელს სთხოვდა, ილიას შესანდობარი დაელია.

 

May be an image of 1 person, standing and outerwear

მიხეილი და მისი სტუმრები

 

May be an image of 1 person and outerwear

 

 

მიხეილი და გიორგი ჩუბინაშვილი

 

 

May be an image of 1 person, tree and outdoors

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ