რა კარგად წერ, ნინო ახობაძე ჩემპიონი ხარ! - ნინო ჟღარკავა

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ვაახ რა კარგად წერს ეს გოგო რა, ნინო ახობაძე ჩემპიონი ხარ!

ქვეყანაში, სადაც სუსის ფაილები ტელევიზიონშიკების ხელში ფრიალებს;

სადაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისათვის გასასამართლებელ პირს პრეტენზია აქვს გახდეს ქალაქის მერი;

სადაცპროკურატურიდან ისე გააქვთ მასალები, მზე მაღლაა!

სადაც:ლაშა ბუღაძე მწერალია;

ყუბანეიშვილი-პოეტი;

თაკო ჩარკვიანი-პუბლიცისტი (!)

ელისო კილაძე ჟურნალისტი;

კულუმბეგოვი- ყველაფრის ექიმი და ტელევარსკვლავი;

ბაჩო ახალაია- პოლიტპატიმარი;

გაქცეული და ძებნილი ექს-პრეზიდენტი-მეგობარი სახელმწიფოს ჩინოვნიკი;

მთავარი საფეხბურთო გუნდი- საქართველოს ნაკრები;

უფლებადამცველი- ნინო ლომჯარია;

ვინმე მამაო facebook-ის კრასავჩიკი;

ვანო ჯავახიშვილი- იუმორისტი;

ჭკუით გატენილი, განათლებული ქალები- ემიგრანტები;

სადაცქაცარავა საზღვრებს "დარაჯობს";

ერთი პოლიტიკური პარტია შარვალჩახდილი დგას და მტერს აჯავრებს;

ცაგარელი უცხოპლანეტელებს ესაუბრება;

სადაც დაწუნებული პატარძლებივით ფანჩატურში სხედან გამოქცეული "პოლიტიკოსები";

სადაც დუმბაძე და დოჩანაშვილი წითელი ინტელიგენციაა და სადაც ნანუკა ჟორჟოლიანი ფერად სიყვარულს იცავს;

სადაც კატები ყეფენ და ერთგული ძაღლების ჩამი-ჩუმიც აღარ ისმის

სადაც ჯერ კიდევ აქა-იქ ადამიანებს ერთმანეთის ტკივილის და სიხარულის ტარება შეუძლიათ;

აი ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ვიღაცა პლაკატზე გამოჯგიმული კარიერისტი გახდეს საკრებულოს წევრი

ქვეყანაში, სადაც ყველაფერი თავდაყირა დადგა, სადაც სკამის გამო ყველა ყველაფერს კადრულობს-იქ ზემოთ...

აი ამ ქვეყანაში, სადაც შენი დიპლომი ქაღალდია და სხვისი დიპლომი დეპუტატის მანდატი,

ადამიანები შეგვფუთეს თავისუფლების ყალბ ბრჭყვიალა ქაღალდში და როგორც რინგზე მოჩხუბარი ძაღლები, ისე შეგვასიეს ერთმანეთს!

-----

პოლიტიკაზე ნუ წერო რაა, მთხოვეს რამდენიმეჯერ-არ არისო შენი საქმე;

ვეთანხმები-არ არის ჩემი საქმე და არ მინდა ამაზე ვწერო.

ჩემი საქმე თქვენთან გემრიელად ყოფნაა, ტკივილის შემსუბუქებაა-ჩემთვისაც და თქვენთვისაც; ამ ეტაპზე ჩემი საქმე სახლში იწყება და აქ მთავრდება;

და ხანდახან რატომ ვწერ იცი ასე?

იმიტომ რომ გიყურებთ თქვენ, ჩემს მეგობრებს როგორ ცდილობთ ყველაფერი ერთმანეთს გადააბრალოთ;

როგორ ტკენთ ერთმანეთს ((

ვის გამო ხალხო?

----

იცი როგორ მინდაა, რაც კი ცუდი ჩამიდენია, დავჯდე ეხლა და ან ღარიბაშვილს დავაბრალო

ან გახარიას;

მაგრამ როგორ ვიკადრო აბა ეგ, როცა აგერ უკვე ლამის ოცდაათი წელია, მეც თქვენთან ერთად ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც აფხაზეთი აღარ არის;

რუსული წარწერები ჩაანაცვლა ინგლისურმა;

სადაც ჩამოდის ვინმე მიშელი...

და სადაც ბუღაძე მწერალია, ჩარკვიანი პუბლიცისტი, გრიგოლია ჟურნალისტი;

ხუხაშვილი-ექსპერტი;

ანწუხელიძე მკვდარი და ქაცარავა გმირი!

----

მთელი ეს დურდომი ერთ კაცს როგორ დავაბრალი აბა ((

რატომ ვართ ცუდათ?

ერთმანეთი რომ აღარ გვიყვარს, იმიტომ.

როგორ მენანება ის კარგი

ოდესღაც ჩემი ადამიანები, პოლიტიკამ და პანდემიამ რომ შეისრუტა....

იცი რა მიყვარს სპორტში?

როცა დამარცხებული მიდის და გადაკოცნის ხოლმე გამარჯვებულს;

ერთმანეთს რომ გადაეხვევიან, ეგ მიყვარს.

ადამიანო, ისწავლე რა დამარცხება!

----

აგერ გათენდება 3 ოქტომბერი და დაიწყება პაწაწინა საცოდავი კაცუნების და ქალების ღნავილი ისევ: გაგვიყალბეეეს..... იიიი...

დაიწყება ზიზღი, გადაბრალება, ბოღმის ნთხევა...

მოდი რაა და დაგვანებეთ თავი!

ჩვენ, უბრალო ადამიანებს უბრალოდ ცხოვრება გვინდა

ნორმალურ

დალაგებულ ქვეყანაში და

დაალაგეთ რაა!!!!!!!

გვაცხოვრეთ ჩვენს გემოზე ისინი, ვისაც ფეხზე გვკიდია რა გვარის კაცი დაჯდება ზემოთ და ფეხზე გვკიდია ტელევიზორი, თავისი ყველა ნაყიდი "ჟურნალისტით"!

---

და თუ დალაგება არ შეგიძლია, სადღა მიდიხარ და სად ეტენები ჰაა?

დაჯე რაა ჩემსავით სახლში და სახლი ალაგე!

ესე იგი, კაცმა ტორტების ბელაც კი დაიჭირა და ის კაცი მეუბნება შორიდან: "ჩამოვალ და ქვეყანას დაგილაგებო"!

ნეტა როგორ აპირებს, ალბათ ახლა ლიკას ტორტები უნა დააპატიმროს!

ისე რო დაუფიქრდე, რა იდიოტიზმში გაგვყავს ცხოვრება: იმას მიშა უნდა, მე გრიშა! და ვერ ვრიგდებით...

ზოგს ქმარი ვერ შეუნარჩუნებია ცხოვრების ბოლომდე და გინდათუარა, ეს ან ის პარტია უნდა-სამუდამოდ! სუულ, მთელი დარჩენილი ცხოვრება...

და ბოლოს, სადღაც რუსულად წავიკითხე:

"ადამიანებო, ღმერთმა მოგცათ: ალკოჰოლი, ძილი და სექსი! რაღატომ ლაპარაკობთ სულ პოლიტიკაზე"?

 

ნუ ახლა, თუ პირველი და მესამე არა გაქვს, ეს ოხერი ძილი ხო შეგიძლია? დაწე რაა და დაიძინე, რა გახჩო რა ირაკლი....

მიხედე რაა თავს, ისედაც საგიჟეთში გვიწევს ცხოვრება!

ჰოდა იცხოვრე! იცხოვრე სანამ გაქვს დრო!

მე წავედი, დავიძინო

........

რაც ზემოთ ჩამოვწერე, აი მაგათ ყველას ტალახაძის ერთი მედალი წონის ჩემთვის. ალბათ იმიტომაც არ ვბოროტდები

მიყვარს ჩემი ერთიბეწო საწყალი ქვეყანა;

დაუჭამიათ ერთმანეთი პოლიტიკოსებს

ჩემი საქართველო იმ ბიჭების და გოგოების გულებშია, თავისი ნიჭით რომ გვასახელებენ ხოლმე...

რა ვქნა ტირილით გული მიმდის, როცა საქართველოს ჰიმნს ვუსმენ უცხო ქვეყანაში აჟღერებულს ..." - წერს ნინო ჯღარკავა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 

 
 

მსგავსი სიახლეები
ბლოგი

პოლონური სასწაული და „შოკური თერაპია“

პოლონეთის ეკონომიკა მეექვსეა ევროკავშირში და უდიდესია ევროკავშირის ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის წევრთა შორის.

თებერვალი 24 , 2020

"2020-2024 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიში, რომელიც გასულ წელს აფასებს, განსაკუთრებით როგორც არასდროს დღეს რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი:

თებერვალი 13 , 2020

დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის და დაბალი გადასახადების პრინციპებს და მიუხედავად მომსახურების სერვისების პრიორიტეტისა, არის წარმოებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გერმანიის და იაპონიის მსგავსად.

იანვარი 27 , 2020

"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია.

ნოემბერი 19 , 2019

"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლ

მე ამ თემაზე მსჯელობისას სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში.

ნოემბერი 14 , 2019

წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მაშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც.

ოქტომბერი 29 , 2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტუ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში მორიგი ვიზიტი დაასრულა და შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. სსფ-ის ეს მოხსენება რამდენიმე ფაქტორის გამო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

სექტემბერი 19 , 2019

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორ

მათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები.

სექტემბერი 12 , 2019

"ქართულ ოცნებას" უკვე მეორე ფრონტზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ მოუწევს არც თუ იოლი პო

"ორი ფრონტი" კი არა, არამედ ორმაგი ბუნება და შიდა წინააღმდეგობა "ქართული ოცნებისა" :

აგვისტო 29 , 2019

ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!

ნიჰილიზმზე ვწერდი და ზოგი მთხოვს, მაგალითები მოიყვანე, რომ უფრო თვალსჩინო და გასაგები იყოს ამ ტერმინის მნიშვნელობაო.

აგვისტო 15 , 2019

"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"

2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებისას, ბევრი ითქვა და დაიწერა, როგორც ქართულ ისე უცხოურ პრესაში.

აგვისტო 08 , 2019

"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"

ყველაზე ცუდი ისაა, რომ დარგის პატივსაცემი, ან აღიარებული სპეციალისტები, ან მიკერძოებულ განცხადებას აკეთებენ, ან დუმან.

აგვისტო 01 , 2019

"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"

ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული ისტორია, როგორც ჩანს წმინდა საინფორმაციო ომის ტალღაზე გადადის.

აგვისტო 01 , 2019

"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს

2019 წლის ივნისშის წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა.

ივლისი 31 , 2019

"შემაგინე და გესვრი"- პუტინის შურისძიება გინებაზე

ერს არ გვაქვს ცივი გონება, თუ როგორ უნდა გავუმკვლავდეთ საფრთხეებს. ყველაფერი წალეკა პოპულიზმმა და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ.

ივლისი 10 , 2019

"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"

2 ივლისს, ქ. პარიზში "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში ლიდერად დასახელდა.

ივლისი 03 , 2019

"პროპორციული არჩევნებით პოლიტიკა ადგილობრივ კონტექსტს უმეტესწილად დაკარგავს"

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი პროპორციული არჩევნების წინააღმდეგ, რაც გუშინ თუნდაც ფბ-ზე ხშირად და ხაზგასმით აღინიშნა, ის არის, რომ ადგილობრივ კონტექსტს, თუკი სრულიად საქართველოს ერთიანი სიებით იქნება არჩევნები, მთლიანად თუ არა, დიდწილად დაკარგავს ეროვნული პოლიტიკა.

ივნისი 25 , 2019

„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსათვის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (Extended Fund Facility), ფარგლებში მეოთხე მიმოხილვა.

ივნისი 20 , 2019

საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ ბოლო ნომერში ძალზე საინტერსო მასალა გამოქვეყნდა „ჭარვალიანობის“ ზეგავლენაზე მოხმარებაზე და ეკონომიკურ რეცესიაზე, რომელიც განხილულია 2015-2016 წლებში, ბრაზილიის ფინანსური კრიზისის მაგალითზე.

ივნისი 17 , 2019

„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“

მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც მომსახურების სექტორში, ასევე ეკონომიკის რეალურ სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში;

მაისი 31 , 2019